ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ შესაძლოა ნიკა მელიამ თეორიულად მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება შეძლოს. თუმცა ამას საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ავანტიურისტული ნიჭი სჭირდება. მისი აზრით, სააკაშვილს მელია ახლა იმისთვის სჭირდება, რომ მას პარტიაში რეიტინგი აქვს და ქუჩის აქციებისთვის საუკეთესო კანდიდატურაა.
“არ ვიცი, საკმაოდ რთული სათქმელია, სააკაშვილს რა მიზნები ამოძრავებს, თუმცა მელიას ხასიათიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, ის როგორც აქტიური ლიდერი შესაძლოა ქუჩის აქციებისთვის დასჭირდეს. ხოლო თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს იმის, რომ ყველაფერი ისე გადალაგდეს, სააკაშვილი მელიამ ჩაანაცვლოს. მელია არის ისეთი ლიდერი, რომელსაც პარტიის ელიტაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს – რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემდეგ. ის უპირობო ლიდერია. გადაწყვეტილებებს ისე ვერ მიიღებს, თუ სააკაშვილს არ შეუთანხმდა. ხოლო თუ ის ჩათვლის, რომ მელია უნდა წავიდეს, ამას საკმაოდ უმტკივნეულოდაც გააკეთებს. რა იქნება ხვალ, ამაზეა საუბარი. ეს ძირითადად იმაზე იქნება დამოკიდებული რას შეძლებს მელია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე. “მოახარხებს თუ არა, რომ თანდათან სააკაშვილი ჩაანაცვლოს. თეორიულად ეს შესაძლებელია. პრაქტიკულად ამას საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ავანტიურისტული ნიჭი სჭირდება. სააკაშვილის მელიათი ჩანაცვლება “ნაციონალურ მოძრაობაში” გადატრიალებას ნიშნავს. მელია ახლაც რომ ცალკე თავისი ჯგუფით “ნაციონალებს” გამოეყოს, დარწმუნებული ვარ 1%-იან ბარიერს მაინც გადალახავს. საუბარი ამაზე კი არა არის, საუბარია იმაზეა, რომ სააკაშვილს პენსიაზე გაშვება მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად ძალიან რთულია”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
მსგავსი სტატიები
- 92
"ეს არის გამარჯვება საქართველოსი-ასე ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილ: "ეს არის გამარჯვება საქართველოსი, იმიტომ რომ ისტორიული სიმართლის დადგენისთვის საქართველო იყო მართალი და არის მართალი, ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი მიუხედავად ივანიშვილის ბევრი მცდელობებისა, მისი პატრონებისა რომ საქართველო გამოეყვანა ოკუპანტად, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ. ეს არის პირველ…
- 91
გიორგი გაბუნიამ დღეს გადაცემა "პოსტ ფაქტუმი" დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გახსენებით დაიწყო და ფენომენალურ ტელეწამყვანზე ისაუბრა: "ყვავილები უყვარდა დედას, არა რაიმე განსაკუთრებული და გამორჩული, ჩვეულებრივი ყვავილები. ჩვენი სახლის აივანზე ყოველთვის ყვაოდა თეთრი ვარდები. ძალიან ადრე იღვიძებდა, ვარჯიშობდა, საუზმეს გვიმზადებდა. გამორჩულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი იყო. ის ცხოვრობდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში…
- 91
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა და ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი 8 წელია „არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს“. „გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს…
- 91
გიგიაძე თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა, თუმცა, მისთვის სხვა თანამდებობა ჯერ არავის შეუთავაზებია. ფორმულას ინფორმაციით, რეზერვში მას სწორედ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერისთვის უშვებენ - საკითხი უმაღლეს დონეზე გადაწყდა. გიგიაძემ ფორმულას უთხრა, რომ თებერვალში იწურება მისი ელჩობის 4-წლიანი ვადა და რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, არ უპასუხა…