დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

პარლამენტში შექმნილ დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს “ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.

აქვე, ის ამბობს, რომ “ეს [უკრაინული კანონის] მოდელი ეხება ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ბიზნესმენებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან… ეს ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე”.

…უკრაინელი მოდელი ეხება ბიზნესმენებს, ვინც არიან ჩართული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან. პირდაპირ მათზე გავრცელდება ის პრინციპები, რაც უკრაინულ კანონში დევს. და ეს ვერცერთ შემთხვევაში, ობიექტური საფუძვლით, ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე. ეს ჩვენი ხედვა არ არის. ეს არის უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულ იქნა ევროკომისიის მიერ და რომელსაც საბაზისო დონეზე ჩვენ ვგეგმავთ, – ამბობს ოხანაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share