გამოიკვეთა დიაგნოზები, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს სააკაშვილზე განხორციელებულ ძალადობასთან, ჩვენც და ამერიკელი კოლეგებიც ვიდეომასალას ვითხოვთ, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა “პირველებთან” განაცხადა.
“ჩვენ გამოვითხოვეთ სახელმწიფო ინსპექტორისაგან ვიდეოკადრები და სრული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ნომერ 12-ე დაწესებულებიდან ნომერ 18-ე დაწესებულებაში. ჩვენ ვითხოვთ კადრებს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 27 დეკემბრის მდგომარეობით, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ასევე ვითხოვთ (თუკი ასეთი არსებობს), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს.
გამოიკვეთა სხვადასხვა გარემოება, დიაგნოზები, რომელიც შესაძლოა კავშირში იმყოფებოდეს აღნიშნული ძალადობის ფაქტებთან. ამას ასევე ითხოვს ჩვენი კოლეგები ამერიკიდან. ვინაიდან მიმდინარეობს ძალიან კომპლექსური და კომისიური ექსპერტიზა,” – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.