საქართველოს მოსახლეობა მასობრივი რუსული მიგრაციის წინააღმდეგ – პეტიცია სავიზო რეჟიმის მოთხოვნით

საქართველოს მოსახლეობა მასობრივი რუსული მიგრაციის წინააღმდეგ. “ოცნების” ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების უმოქმედობის ფონზე, ქართული საზოგადოება ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ქაოტური შემოდინების შეჩერებას მოითხოვს.

პეტიციას, “დაწესდეს სამთვიანი სავიზო რეჟიმი ოკუპანტ სახელმწიფოსთან” ერთ დღეში უკვე 20 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიცია Manifest.ge-ზეა გამოქვეყნებული.

მთავრობა კი ისევ დუმს. ხელისუფლების გეგმებში არ შედის რუსეთის მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა და სახელმწიფო საზღვრის კონტროლი. ეს მაშინ, როდესაც ყველსთვის ცნობილია, როგორ იყენებს კრემლი საკუთარი მოქლაქეების დაცვის მოტივს სხვა ქვეყანაზე ტავდასხმისა და ოკუპაციისთვის, როგორც ეს ბოლოს 2008 წლის აგვისტოში მოხდა.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share