მამუკა მდინარაძე: თურმე, 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის

,,ეს არის 48 დეპუტატის დამოკიდებულების ლუსტრაცია სახელმწიფოებრიობასთან. ანუ, ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე, ამ ქვეყნის 48 დეპუტატს, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ, ასევე მიაჩნიათ, რომ კითხვის დასმა და თხოვნა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას და ე.ი. მათ სახელმწიფოდ ეს ქვეყანა არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვისაც კითხვის დასმა თავდასხმად მიაჩნია, მას ასევე მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის.

,,ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. არ უნდა იყოს საჯარო პირი საერთოდ, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა, ვისაც არ უნდა შეეხებოდეს, თუნდაც ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან იყო კითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნა. რადგან 48 დეპუტატს ესე მიაჩნიათ, რომ ეს არის თავდასხმა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share