Twitter​-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

Twitter-მა აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა. კომპანიამ მიზეზად ძალადობის წაქეზების რისკი დაასახელა.

Twitter-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ტრამპის ბოლო ტვიტების დეტალურად მიმოხილვის შემდეგ მიიღო. მანამდე ტვიტერმა პრეზიდენტს ანგარიში 12 საათით დაუბლოკა, მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ.

დონალდ ტრამპის ტვიტების და მის ირგვლივ კონტექსტის დეტალურად მიმოხილვის შემდეგ – კონკრეტულად, იმის გაანალიზების შემდეგ, თუ როგორ არის ინტერპრეტირებული ტრამპის განცხადებები ტვიტერზე და მის მიღმა, ჩვენ სამუდამოდ შევაჩერეთ მისი ანგარიში, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო. 

undefined

მიმდინარე კვირას განვითარებული საშინელი მოვლენების ჭრილში, ჩვენ ცხადად განვმარტეთ, რომ ტვიტერის წესების დამატებით დარღვევას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა. საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ ჩვენი ჩარჩო არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ პირდაპირ გაიგოს არჩეული ოფიციალური პირების და მსოფლიო ლიდერების ხმა. ის აგებულია პრინციპზე, საზოგადოებამ ღიად აკონტროლოს ანგარიში. 

თუმცა, ჩვენ ასევე ღიად ვთქვით, რომ ეს ანგარიშები არ არის ჩვენი წესების მიღმა და ისინი ვერ გამოიყენებენ Twitter-ს ძალადობისთვის. ჩვენ კვლავ ვიქნებით გამჭვირვალეები ჩვენი პოლიტიკის და მისი განხორციელების მიმართ”. – წერია კომპანიის განცხადებაში.

ტრამპს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, 14 დღით შეუჩერა ანგარიში Facebook-მაც.

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერები  6 იანვარს შეიჭრნენ. დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი.

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა ორპალატიანი სხდომის ჩაშლა სცადეს, ამერიკის კონგრესმა შენობის მომიტინგეებისგან გათავისუფლების და სხდომის გაგრძელების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად მაინც დაამოწმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    "რამდენი წელი გავიდა და მადლობებს ვიხდით, რომ არ გვაუპატიურებენ და არ გვკლავენ""მსოფლიო მოვიარე და ყველგან ვჭირდები კოლეგებს, კულტურას, აქ კი - არავის. ის კი არ მინდა, რომ მინისტრმა შემაქოს, ეს არ მაინტერესებს და არც მხიბლავს, მაგრამ არ არის არანაირი ხელშეწყობა, რამე გავაკეთო"   როცა ინტერვიუს ჩასაწერად დირიჟორ გოგი ჭიჭინაძეს დავუკავშირდი, თავდაპირველად ინტერვიუზე არ მთანხმდებოდა, მითხრა, დღევანდელი რეალობიდან ბევრ რამეზე მტკივა გული, ბოლო წლების…
    Tags: და, არ, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    აღმაშენებლის ქვეყანაში თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხავდა- წულუკიანი სააკაშვილზე„როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან გვაჭამა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომსა და მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას…
    Tags: და, რომ, ეს, არ, ჩვენ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    რა არის ფილერი და ახდენს თუ არა უკუჩვენებას ვაქცინაციისასდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, ე.წ. ფილერთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე „ფაიზერით“ ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი: „ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის" იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან“. „ვერსია“ დაინტერესდა, რა…
    Tags: და, არის, ეს, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა