2019 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრის ლევან კობიაშვილის შემოსავალმა დეპუტატობისას 44 388 ლარი შეადგინა.
ამასთან, თბილისში მის საკუთრებაში არსებული ბინის გაქირავებით 33 600 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კობიაშვილი საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა ქონების არასრულად მითითების, კერძოდ, სამსახურის ცნობით, კობიაშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული მათ შორის მეუღლის შემოსავალი. თუმცა, უკვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი მეუღლის წლიურმა შემოსავალმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე – 30 096 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, დეკლარაციის თანახმად, კობიაშვილი ფლობს – 2014 წელს შეძენილ 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს და 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბერლინში, რომლის 50% საკუთარი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ასევე, 2005 წელს შეძენილ 425 კვ.მ ფართობის სახლს და 790 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დუსელდორფში, რომლის ასევე 50% მისი მეუღლის სახელზეა.
დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილის სახელზეა 2003 წელს შეძენილი 2 ავტოფარეხი და 281 კვ.მ ფართობის სახლი თბილისში. პარლამენტარის საკუთრებაშია სახლი და მიწის ნაკვეთი წყნეთში და 6500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ბაკურიანში. გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა 2015 წელს შეიძინა ავტომობილი Mercedes benz, რაშიც 72 000 ევრო გადაიხადა.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, კობიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე – 3600 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი – 5000 ლარი და 8 ათასი ევრო ჰქონდა.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეპუტატი როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ფლობს შპს „ჯ.ს.ს“-ს 10%-იან; შპს „ალი ჯორჯიან მოტორსის“ – 25%-იან და შპს „კ – 3“-ს – 100%-იან წილებს, თუმცა, არცერთი მათგანის საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ფლობს 68,3 კვ.მ. ბინას ბაკურიანში, რომელიც 2020 წელს აქვს შეძენილი გაცვლის საფუძველზე; მის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე 3 ბინა.
მსგავსი სტატიები
- 89
დღეის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 573-ე ადგილზეა. შესაბამისად, გამოდის, რომ ბოლო 9 წელიწადში ივანიშვილის ქონება 1,6 მლრდ დოლარით შემცირდა. 2012 წლის მარტის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6,4 მლრდ დოლარს შეადგენდა, პოლიტიკაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ კი, 2013 წლის მარტისთვის, როგორც Forbes.com-ზეა აღნიშნული, მილიარდერი…
- 86
როგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…
- 86
საჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ვრცელ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. “გადაუდებელი, აუცილებლად საჭირო ადმინისტრაციული და ორგანიზაცული რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია კანონიკური წესრიგის და სამართლიანი, ღვთივსულიერად ჰარმონიული მდგომარეობის დამყარება საეკლესიო…
- 86
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა. მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. „ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი * * * ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად…