ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე სოცქსელში წერს:
“ცოტა რუსია” ჩამოსულიო, რომ გვეუბნებიან იმათგან ორი ჩემი მეზობელია და ორი დღეა რუსულ სიმღერებს მასმენინებენ.
ძალიან გავბრაზდი, გავღიზიანდი. მე კი მახსოვს ეს აგვისტო- რთული და საშინელი.
ხოდა გამოვიტანე ჩემი უძლიერესი ხმის
გამაძლიერებელი, ჩავრთე ჩვენი მაცაცოს სიმღერა, Sukhita-ს შესრულებით “კიდევაც დაიზრდებიან” და ვასმენინებ!
ჩავრთე და ამ ტუტუცებმა არ აუწიეს კაცო მათ დანგრეულ, დანჯღრეულ სიმღერას. მეც ბოლომდე აწეული მაქვს და ვასმენინებ გადასარევად- ჯერ ვერ გავიგე მოსწონთ თუ არა!
სიტყვებს ვერ გაიგებენ მაგრამ მელოდია ეტყვის თავისას!
“ნუ ნაღვლობ ჩემო ქვეყანა, განქარვდა ავი სიზმარი,ისევ ანთია შენი მზე, შენი მთვარე და ცის კარიმე ამოგიღე გულიდან მტრისგან ნასროლი ისარიჭრილობას დაგიკემსავენ ოქროს სხივები მზისანი.შეიშრე ჩემო ქვეყანა ცრემლები შავი დღისანი”კიდევაც დაიზრდებიან ალგეთ ლეკვები მგლისანი! – აი ასე “