ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ამბობს, რომ სამინისტრო შეიმუშავებს გეგმას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
“მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პატრიარქის უსაფრთხოება”, – განაცხადა ტიკარაძემ.
8 იანვარს, პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი 4 იანვარს, საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ილია მეორეს სიახლოვეს მოძრავი შორენა თეთრუაშვილიც ჩანს. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.
მსგავსი სტატიები
- 92
- 91
"ხელისუფლება ერთის მხრივ, აგრძელებს ბაქიბუქს, რომ არ სჭირდება ოპოზიცია პარლამენტში და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეგება ვინმე ან გადაიბიროს, ან მიიტყუოს ოპოზიციიდან და შეიყვანოს პარლამენტში"-აცხადებს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია "ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში და ზოგადად ქართველ ამომრჩევლის მოლოდინზეც ამახვილებს ყურადღებას: "ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ…
- 91
- 91
"შედით, შოკოლადი "ტვიქსი იყიდეთ, გაიყავით პარლამენტში და შეჭამეთ - თაკო ჩარკვიანმა ამ სიტყვებით ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს მიმართა გადაცემა "მთავარ დებატებში", სადაც ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის თემას განიხილავდნენ: "ერთადერთი გამოსავალი ახლა არის პარლამენტში არ შესვლა, ბრძოლა ბოლომდე, რომ მოპარული არჩვნები დააბრუნოს. ახლა რაც შეეხება ალეკოს და ლევანს, მე მართლა…