უკვე გადაწყვიტე ქარ სითის – საბავშვო მანქანის სავარძლის შეძენა? (R)

უკვე გადაწყვიტე ქარ სითის – საბავშვო მანქანის სავარძლის შეძენა?

გაითვალისწინე:

მანქანის საბავშვო სავარძელი ფასდაუდებელი  განძი აღმოჩნდება თქვენთვის.

მისი სწორად შერჩევით დარწმუნდებით,  რომ თქვენი შვილი თავს იგრძნობს უსაფრთხოდ და კომფორტულად, ამიტომ შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ,, რომ ზუსტად ის მოდელი შეარჩიეთ, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება.

Wishlist.ge -ში არსებული ყველა მოდელი არის გამოცდილი. გავლილი აქვს ,,Crash Test“ და ასევე არის ,,EN Approved“.

როგორც მშობელმა, მნიშვნელოვანია  აარჩიოთ ის მოდელი,  რომელსაც თქვენი შვილი იდეალურად მოირგებს.  Wishlist.ge გირჩევთ, რომ შეძენამდე აუცილებლად შეამოწმოთ, როგორ გრძნობს თავს ბავშვი შერჩეულ მოდელში.

,,ვიშლისთი“, როგორც თქვენი საუკეთესო და საიმედო მეგობარი, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას ქარ სითის შეძენისა და გამოყენების პროცესისთვის.

  1. აუცილებლად აარჩიეთ ,,დატესტილი“ და ევროპული სტანდარტებით დამზადებული სავარძელი.

მანქანის ბავშვის სავარძლები  ევროპული სტანდარტების მიხედვით ,,EN71 სერტიფიკატით“ უნდა იყოს  წარმოდგენილი.  მშობელმა უნდა აირჩიოს ის მოდელი, რომელიც იძლევა უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას.

ჩვენთან ყველა მოდელი, რა თქმა უნდა,  გამოცდილი და სერტიფიცირებული გახლავთ, რისი დაზუსტებაც  შესაძლებელია, როგორც ჩვენთან, შოურუმში“, სასურველი პროდუქტის სარეკომენდაციო ანოტაციის გაცნობით, ასევე წარმოდგენილი  პოპულარული ბრენდების: Graco, KikkaBoo, Cangaroo, Moni, Adamex, Anex   და  სხვათა  ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, რაც დაგარწმუნებთ ჩვენი პროდუქტის უმაღლეს ხარისხსა და უსაფრთხოებაში.

ავტომობილის ბავშვის სავარძელს უნდა ჰქონდეს გავლილი შეჯახების ტესტი (Crash Test), რომელიც დაგარწმუნებთ,რომ პროდუქტი შემოწმებულია, რა ხარისხის დაზიანებას მიიღებს იგი შეჯახების შემთხვევაში.

ეს ვიდეო გახლავთ ერთ-ერთი ჩვენთან წარდგენილი ბრენდის, Graco-ს შეჯახების ტესტირება.

https://www.youtube.com/watch?v=4S0ONmbd0Gg

  1. შეძენამდე დარწმუნდით, რომ ბავშვის წონისა და სიმაღლის შესაბამისი კატეგორიის მოდელი შეარჩიეთ.

https://wishlist.ge/images/thumbnails/715/500/detailed/165/motion_1.jpg

მანქანის სავარძლები ბავშვებისთვის წარმოდგენილია   3 კატეგორიად:

  • ჩვილის სავარძლები;
  • სტანდარტული სავარძლები;
  • ბუსტერები.

თქვენს საჭიროებას განსაზღვრავს ბავშვის ასაკი, წონა და სიმაღლე.

ჩვილის სავარძლები (გამოსაყვანი კალათა).

https://wishlist.ge/images/thumbnails/1070/749/detailed/161/Avionaut_Anex_2_nfvl-uc.jpg

ჩვილის სავარძლები  არის 0-დან 13 კილოგრამამდე ბავშვისათვის. განსაზღვრული მოდელები, რომლებსაც უმეტესად სამშობიაროდან გამოსაყვანად, ასევე  დაახლოებით 1 წლამდე,  მანქანის სავარძლად იყენებენ.

ზოგიერთი მოდელის, კერძოდ იმ მოდელების, რომლებიც სასეირნო ეტლებს მოჰყვება,  ეტლზე დამონტაჟებაც შეიძლება.

 

მანქანის  ბავშვის სტანდარტული სავარძელი

რეგულაციების მიხედვით, ბავშვი, რომელიც ასაკით 1-1.5 წელზე პატარაა, აუცილებლად უნდა იჯდეს სავარძელში სახით საბარგულისკენ, რაც უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას და ამცირებს ძალიან ბევრ რისკს, მათ შორის კისრის მალების დაზიანების.

აღნიშნული სტანდარტული სავარძლები მოიცავს განსხვავებულ ასაკობრივსა და წონით კატეგორიებს:

  • 0+1 (0-13კგ)
  • 0+1 (0-18კგ)
  • 0/1/2 (0-25კგ
  • 0+/1/2/3 (0-30კგ)
  • 0+1/2/3 (0-36კგ)
  • 0+/1/2/3 (0-45კგ)
  • 0+/1/2/3 (0-50კგ)
  • 0+/1/2/3 (2-54კგ)
  • 2/3(9-45კგ)
  • 1-2 (9-25კგ)
  • 3 (22-36კგ)
  • 1-2-3 (9-36კგ)

თითქმის ყველა მოდელს აქვს, გარდა სტანდარტული 9-36 ჯგუფის მოდელებისა, როგორც სახით გზისკენ, ასევე სახით საბარგულისკენ დამონტაჟების ფუნქცია, სიმაღლის რეგულირების ფუნქცია, ზურგის გადაწევის ფუნქცია და ზოგიერთ მოდელს 360 გრადუსით ბრუნვის ფუნქციაც.

 

ბუსტერის ტიპის ავტომობილის ბავშვის სავარძლები:

https://wishlist.ge/images/thumbnails/643/450/detailed/150/Jazzy_Blue_Crocodile_2020.jpg

ბუსტერი  საკმაოდ მარტივი და პრაქტიკული ნივთია. მისი მთავარი დანიშნულება საკმაოდ მარტივია, როდესაც ბავშვი იზრდება სიმაღლეში და მანქანის სავარძელი უკვე პატარაა მისთვის, თქვენს მაშველად ბუსტერი მოდის, რომელიც მოზრდილი ბავშვის შემთხვევაში საშუალებას მოგცემთ მისცეთ ზუსტად ის სიმაღლე,  მანქანის ღვედი რომ მის ტანზე სწორ ადგილას გადაიკვეთოს და უსაფრთხოდ და მშვიდად იქნეს მანქანაში. ბუსტერები გამოიყენება 15-დან 36კგ-მდე. ამ ტიპის ,,ქარსითს“ თქვენი შვილი ყველაზე ხანგრძლივად გამოიყენებს, სანამ ის არ მიაღწევს  135 სანტიმეტრს სიმაღლეში ანუ 12 წელს.

3.შეარჩიეთ ისეთი ტიპის მოდელი, რომელსაც ბავშვის სხვადასხვა ასაკში გამოიყენებთ:

საუკეთესო ,,ქარსითის“ ტიპი არის უნივერსალური კატეგორიის, რომელიც თქვენს პატარასთან ერთად იზრდება და ყველა  ასაკსა და ზომაზეა გათვლილი, კერძოდ 0-დან 36კგ-მდე  კატეგორია.

ყურადღება რასაც უნდა მიაქცოთ, არის ადგილი ფეხებისთვის, სიმაღლის რეგულირება, ზურგის გადაწევის რეგულირება და SPS ანუ Side protection system, რაც ნიშნავს გვერდითი უსაფრთხოების სისტემას.

4.მარტივი და უსაფრთხო დამონტაჟება.

პირველ რიგში შეამოწმეთ ISOFIX-სისტემა თქვენს მანქანაში.

ISOFIX-სისტემა მანქანაში გულისხმობს უკანა გვერდითი სავარძლების მისაყუდებელსა და დასაჯდომს შორის არსებულ 2 რკინის რკალს, რომლითაც  კონკრეტული მოდელები უნდა შეაერთოთ მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის.

ISOFIX-სისტემა არის მარტივი, სწრაფი და სანდო სისტემა, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ ბავშვი უსაფრთხოდ ზის ავტომობილის სავარძელში.

აუცილებლად დარწმუნდით, რომ ნამდვილად არის სავარძელი სწორად დამონტაჟებული და მხოლოდ შემდეგ ჩასვით ბავშვი!

  1. SPS სისტემა (გვერდითა შეჯახების უსაფრთხოების სისტემა).

https://wishlist.ge/images/thumbnails/500/350/detailed/187/grey_3.jpg

სტატისტიკის მიხედვით, შეჯახებების 25-30% არის გვერდითი მხრიდან, შესაბამისად,  მაქსიმალურად რომ უზრუნველვყოთ თქვენი პატარას უსაფრთხოება, აუცილებელია გაითვალისწინოთ ეს დეტალი და  შეძენამდე დარწმუნდეთ,რომ  მანქანის საბავშვო სკამი ყველა მხრიდან არის მყარი და უსაფრთხო.

  1. დამატებითი უსაფრთხოების პარამეტრები.

გასათვალისწინებელია,რომ ავტომობილის სავარძლის შიდა ღვედები  იყოს უსაფრთხო და კომფორტული ბავშვისთვის.

სანამ გამოიყენებთ მანქანის საბავშვო  სკამს, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ პატარას არ აცვია დიდი რაოდენობით ტანსაცმელი(სქელი ქურთუკი, კომბინიზონი, პრიალა ზედაპირის მოსაცმელი). ეს აუცილებელია, რადგან ,,ქარსითის“ ღვედი  მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ბავშვის სხეულთან, რათა თავიდან ავიცილოთ  ცუდი შემთხვევები.არის  რისკი, რომ ქურთუკის პრიალა ზედაპირი გასრიალდეს ღვედებს შორის და ბავშვი აღარ იქნეს დაბმული მჭიდროდ

ზოგ მოდელს მოჰყვება ე.წ. „ღუზა“, რომელიც ავტომობილის სავარძლის უკანა მხრის რკინის რკალზე მაგრდება, ის ეხმარება საბავშვო სავარძელს, დაფიქსირდეს მჭირდოდ და უსაფრთხოდ მანქანში.

 

 მანქანის საბავშვო სკამის შეძენა:

 მანქანის ბავშვის სკამის ონლაინ ან განვადებით შეძენა:

ავტომობილის სავარძლის ონლაინ შეძენა საკმაოდ მარტივია. ირჩევთ სასურველ მოდელს, ამატებთ კალათაში, ირჩევთ რეგისტრაციის მეთოდს(თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გაივლით ავტორიზაციას) და მიჰყვებით ინსტრუციას.

შეგიძლიათ ასევე ჩვენს ნომერზე(032 2 05 13 31) დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ და ტელეფონის მეშვეობით ჩვენი ოპერატორი ჩაინიშნავს შეკვეთას და მოგაწვდით მისამართზე.

 

მანქანის საბავშვო სკამის ფილიალში შეძენა:

მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით, ჩვენ გვაქვს ფილიალი 4 ქალაქში:თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. რა თქმა უნდა,საუკეთესო ფასებითა და უმაღლესი ხარისხის ელექტრო მანქანების ყველაზე ფართო არჩევანით.

 

ქუთაისი – ქუთაისი, 9 აპრილის ქუჩა #3. ( ყოფილი პარლამენტის გზაზე )

ცხელი ხაზი: 577 159 857 სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 მდე ყოველ დღე

ზუგდიდი  –  ზუგდიდი: კ.გამსახურდიას ქუჩა #35

ცხელი ხაზი: 577 164 497  სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 მდე, ყოველ დღე

ბათუმი – ბათუმი, შარტავას #22 

ცხელი ხაზი: 577164494 სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 მდე, ყოველ დღე

თბილისი:

დიდი დიღომი – ფარნავაზ მეფის #1  ,,გუდვილის“  შენობა, ,,თიბისი ბანკის“ გვერდით.

სამუშაო საათები 10:00-დან 21:00-მდე.

ვარკეთილი -,, ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრში, ,,კავეას“ შენობაში

სამუშაო საათები 10:00-დან 21:00-მდე

საბურთალო – პეტრე ქავთარაძის #1 საბურთალოს ,,სითი მოლი“

სამუშაო საათები 10:დან 21:00-მდე

საბურთალო – ცინცაძის #12,, აქსისის“ სავაჭრო ცენტრი.

სამუშაო საათები 10:00 დან 21:00 მდე

ცხელი ხაზი: დაგვიკავშირდით ნომერზე (032 2 05 13 31)

Wishlist.ge  ყოველთვის, საუკეთესო ფასსა და არჩევანს გთავაზობთ, რა თქმა უნდა ,ყველაზე მრავალფეროვანი, ხარისხიანი და გულით შექმნილი  ქარსითებისა  და სხვა უამრავი ასორტიმენტის ფართო არჩევანით.

 

(R)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share