ჟურნალისტი, ვახო სანაია საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს.
“რუსეთის მოქალაქეებს ფეხები ულოკეთ, ზედმეტი სიტყვა არ უთხრათ, თავი დაუხარეთ, რასაც იტყვიან, შეუსრულეთ, თორემ პუტინი დაგვსჯის. ნუ იტყვით ,,პუტინ, ხუილოს”, ნუ იტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია, თორემ ომი იქნება.
აი, ამას ეუბნება დღეს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს.
სად არის ის მიჯნა, რა უნდა გვაკადრონ, რის შემდეგაც ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან, რომ ამის მოთმენა არ შეიძლება ?! ტყუილად ელოდებით. არ არსებობს ეგ მიჯნა. არანაირჯ მიჯნა თეიმურაზ ხევისთავისთვის არ არსებობდა. ხალხს ეუბნებიან, რომ თეიმურაზ ხევისთავივით მოიქცნენ. თუ არ უნდა ხალხს თეიმურაზ ხევისთავობა, მაშინ ომი გინდაო, აბრალებენ, ქსენოფობი ხარო.
უცნაური, პარადოქსული, ანომალიური მოცემულობა გვაქვს. ქართული ოცნება ერთდროულად თეიმურაზ ხევისთავიცაა და ჯაყოც. პუტინთან – თეიმურაზ ხევისთავი, საკუთარ ხალხთან – ჯაყო.
რუსეთის მოქალაქეებს ფეხები ულოკეთ, ზედმეტი სიტყვა არ უთხრათ, თავი დაუხარეთ, რასაც იტყვიან, შეუსრულეთ, თორემ პუტინი..” – წერს სანაია.