ვინ მიაწვდის ელექტროენერგიას ზაფხულიდან მოსახლეობას – „მთავრობა უნივერსალურ კომპანიას დაასახელებს“

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

აღნიშნული ცვლილება უკვე 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, როგორც ნარმანია აცხადებს, მოსახლეობა, მომხმარებლები მიმწოდებლის ცვლილებით რაიმე უხერხულობას არ იგრძნობენ.

„გამომდინარე იქიდან რომ 2019 წელს ამოქმედდა ახალი კანონი, უნდა მოხდეს კომპანიების გაყოფა. ერთი და იგივე კომპანია ვეღარ იქნება ქსელის მეპატრონეც და ელექტროენერგიის მიმწოდებელიც. ეს ნორმა ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეს რეფორმა ძალიან მრავალკომპონენტიანია, თავად კომპანიებმაც გამოთქვეს ეჭვები რომ ეს ყველაფერი შეიძლება 1-ელ იანვრამდე ვერ მოგვესწრო. მათ გაყოფასთან დაკავშირებით, ერთი ნაწილი უკვე მივიღეთ დეკემბერში, შემდგომი ნაბიჯი კი არის რომ -მთავრობამ უნდა დაასახელოს უნივერსალური მიმწოდებელი ელექტროენერგიისა, ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, უნდა შემოვიდეს მარეგულირებელ კომისიაში, უნდა გავცეთ მასზე ლიცენზია, შემდეგ ამ კომპანიამ უნდა მოგვმართოს საფასურის დადგენის მოთხოვნით, სემეკმა უნდა დაუდგინოს ეს საფასური და მხოლოდ ამის შემდეგ შევა ეს მოდელი ძალაში. შესაბამისად, მოხდა 6 თვით ამ რეფორმის გადავადება. 6 თვეში ასევე ძალაში შედის ენერგეტიკული ბირჟა. ეს ორი პროცესი ერთმანეთს დაემთხვევა და ზაფხულიდან გვექნება ახალი მოდელი. შედეგად, თუ დღეს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტროენერგიას „თელასი“ და ენერგო პრო“ აწვდის, ზაფხულიდან მიმწოდებელი იქნება სხვა თუმცა, ამას მომხმარებლები ვერ იგრძნობენ.

„ახალი მოდელი იქნება საბაზრო მექანიზმი, მაგრამ ბაზარზე გასვლა ერთბაშად არ მოხდება. ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც დაფუძნდა სახელმწიფოს მხრიდან, იქნება პლატფორმა, სადაც ენერგიის ყიდვა/გაყიდვა მოხდება. მცირე, დიდი ჰესები, ქარის ელექტროსადგური, იმპორტორები და ა.შ. დარეგისტრირდებიან ამ ბირჟაზე და შესთავაზებენ საკუთარ ენერგიას მომხმარებლებს, მომხმარებლებიც თავის მხრივ ასევე დარეგისტრირდებიან ელექტრონულ პლატფორმაზე და იყიდიან ელექტროენერგიას, შეიძლება მოხდეს ენერგიის წინა დღით ყიდვა, საათობრივად და ა.შ. თუმცა, ზაფხულიდან, 1-ლი ივლისიდან, ბირჟაზე გავლენ ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები. ასეთი არის დაახლოებით, 30 კომპანია. 1 წლის შემდეგ უკვე დაბალი შედარებით ძაბვის ორგანიზაციები გავლენ ბირჟაზე და ა.შ.

რაც შეეხება მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ მოემსახურება სწორედ ის უნივერსალური კომპანია, რომელსაც დაასახელებს მთავრობა და რომელზეც სემეკ-მა უნდა გასცეს ლიცენზია. შედეგად მოსახლეობაც, მცირე და საშუალო ბიზნესიც დაზღვეული იქნება და ყოველთვის იქნება დადგენილი ტარიფის ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი,“-განაცხადა ნარმანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    საპენსიო ბიუჯეტისთვის გამორჩეული ქვეყნებიგეგმავთ სიბერის ტკბილად და მშვიდად გატარებას? კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შემდეგ მთელს მსოფლიოში მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება და არც არჩევანში შეიზღუდებით. მაგრამ იმის გარკვევა, თუ სად უნდა წავიდეთ, შეიძლება რთული იყოს. აი რას გვკარნახობს საერთაშორისო ცხოვრების ყოველწლიური გლობალური საპენსიო ინდექსი, რომელიც პენსიონერებისთვის მისაღებ ქვეყნებს 10 ფაქტორის მიხედვით ადგენს. ესენია: ცხოვრების ღირებულება,…
    Tags: და, უნდა, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 97
    ბედნიერი ადამიანის 7 საიდუმლო1. არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები – თავისფლების საიდუმლო 2. აზრები აუცილებლად მატერიალიზდება – სასურველის შექმნის საიდუმლო 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული – სილამაზის საიდუმლო 4. არ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ როგორც, საკუთარი თავი, ასევე სხვები – მეგობრობის საიდუმლო 5. გაეცით სიყვარული და ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანების შეცვლას – სიყვარულის საიდუმლო 6. თავიდან ისწავლეთ გაცემა და მერე მიღება – სიმდიდირის საიდუმლო 7. ნაკლები იფიქრეთ,…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 96
    82 წლის რადიაკლი მუსლიმი ღვთისმსახური, აბუ ბაქარ ბაშირი ციხიდან გაათავისუფლესინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას ციხიდან, რადიკალი მუსლიმი ღვთისმსახური აბუ ბაქარ ბაშირი გაათავისუფელს. აბუ ბაქარი 2002 წელს ბალიზე მომხდარი ტერაქტების ორგანიზებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. აბუ ბაქრას ოჯახის წევრები დახვდნენ პარასკევს დილით და ის ცენტრალურ იავაში მდებარე სახლში წაიყვანეს. აბუ ბაქარ ბაშირი ტერორისტული ორგანიზაცია ალ ქაიდასთან დაკავშირებული ჯიჰადისტური ქსელის "ჯემაა ისლამიას" ყოფილი ლიდერია. ხელისუფლება აცხადებს, აბუ ბაქარ ბაშირი შევა დერადიკალიზაციის პროგრამაში. ინდოენზიის ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო ტექატი კუნძულ ბალიზე 2002 წლის 12…
    Tags: და, ეს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 96
    „ესეც ასე“ -ნიკა გვარამია„ესეც ასე. არა მარტო გრანდიოზულად ვიგებთ, მომდევნო სამი კონკურენტის ჯამი გვაქვს. ცოტაც და ყველა კონკურენტის ჯამზე გავალთ ამოცანა ეგაა ამ წელს და თან მალე, რომ იცოდე Kote Urushadze“, -წერს ნიკა გვარამია  ფეისბუქგვერდზე.
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი