ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:
”1992 წლიდან მოყოლებული ვარდების რევოლუციამდე ამერიკა უამრავ დახმარებას აგზავნიდა შევარდნაძის ნათესავ-ახლობლების მიერ გაძარცულ-გაპარტახებულ საქართველოშიც. იმ გზავნილსაც უხვად იპარავდნენ, მაგრამ რაღაც ნამცეცები ხალხს მაინც ხვდებოდა.
ეს ხომ პირველად არ იყო, რომ ამერიკა ჩვენისთანა და კიდევ უფრო მეტად რუსებისთანა უმადურ ბარბაროსებს ეხმარებოდა. გასული საუკუნის 20-იან წლებში ამერიკამ რუსეთი შიმშილს გადაარჩინა. ამასთან დაკავშირებით რუსი ხალხის ჭეშმარიტი ბელადი, ლენინი ამბობდა – ისინი ჩვენ მოგვცემენ თოკს, რომლითაც ჩვენ მათ ჩამოვახრჩობთო.
მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ლენდ-ლიზი რომ არა, რუსეთის არმია ვერაფერს გახდებოდა – მანქანები, თვითმფრინავები, ტანსაცმელი, საჭმელი – რომელი ერთი ჩამოვთვალო. მე პირადად მახსოვს ამერიკული კვერცხის ფხვნილი, შედედებული რძის და ხორცის კონსერვები, ბლუზები (კავბოიკას ეძახდნენ), ჯიპები, რომლებიც „კალხოზნიკად“ მონათლეს საბჭოეთში.
როდისმე საბჭოთა და რუს ხელისუფლებას უღიარებია ეს დახმარება? გამოუთქვამს მადლობა? არასოდეს!!! არა მგონია ბევრმა რუსმა, ან თუნდაც ქართველმა იცოდეს ამ დახმარების შესახებ.
დღეს კი ბორია პატარა ცახესის მონები, უბადრუკი ლაწირაკები ამერიკის ელჩს თითს უქნევენ. მათ კიდევ აყვნენ სხვა იდიოტები, როგორიცაა, მაგალითად ერთი უბადრუკი დედაკაცი, ელისო წიკლაური, ამერიკის კმაყოფაზე მყოფი, რომელსაც ამერიკა აჭმევს, ასმევს და სამედიცინო ხარჯებს უხდის, ბედავს ამერიკის ელჩს წერილი მისწეროს და ჭკუა ასწავლოს. ეშმაკი ალბათ იცინის, იცინის, კვდება სიცილით” – წერს კიზირია.