დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საპატრიარქოში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტი ყველას ჩაუტარდება, “თუ საჭირო იქნება.”
“ეპიდემიოლოგები მუშაობენ დილიდან საპატრიარქოში – იქ ხდება ეპიდკვლევა და, ასევე, ლაბორატორიული ნიმუშების აღება იმ ადამიანებისგან, ვინც იქ იყვნენ საპატრიარქოში დადასტურელ შემთხვევებთან კონტაქტირებული.
[პატრიარქთან დაკავშირებით] ჩვენი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს, რომელზეც მე ღია ეთერში არ ვსაუბრობ. თუ საჭირო იქნა და პროტოკოლი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩატარდება”. – ამბობს გამყრელიძე ტელეკომოპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.
ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ამბობს, რომ თეთრუაშვილს პატრიარქთან შეხება არ ჰქონდა და დისტანციას იცავდა.
თუმცა, იმას, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, მოწმობს ილია მეორის დაბადების დღეზე გავრცელებული კადრები. შორენა თეთრუაშვილი ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიასახლისობდა. ის ვიდეოში 4:00 წუთიდან ჩანს.
მსგავსი სტატიები
- 91
ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სამსახურის გარეშე დარჩა და ახლა მთელ დროს, შვილების აღზრდას უთმობს. პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მან ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. – უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. ის, რომ…
- 91
ყველაფერი ის, რაც გერმანიაში დასაქმების მიზნით წამსვლელებმა უნდა იცოდეთ! 15 თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმების მსურველი…
- 90
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ილია ჭიღლაძე სამების სახურავის გაყიდვას და თანხის გაჭირვებულებისთვის დარიგებას ითხოვს. “საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6…
- 90
ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…