უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი -მიხაილო პოდოლიაკი

”დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, “გადატვირთვით” და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით.

შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვჩენია ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის “მტრედებამდე“. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! ”

დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share