მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.
“მიუხედავად მრავალი მცდელობისა იმ მოღალატეების მხრიდან, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ეს გეგმა ჩაიშალა და ყოველთვის ჩაიშლება. ნახეს, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში – არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი და ვინაიდან, მიზანს ვერ მიაღწიეს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოიტანეს, უნდათ, ჩვენი მოქალაქეები რამენაირად დააზიანონ. უნდათ, რომ ტურისტების შემოდინება შეაფერხონ – ეს ვისზე აისახება? ჩვენს ქვეყანასა და ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.