მე-14 წელი გავიდა რუსეთის მხრიდან აგრესიისგან და ჩვენ დღეს გვყავს ანტიევროპული ხელისუფლება, რაც ზრდის საფრთხეებს ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, აშშ და ევროკავშირი არიან გარანტორები, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ და ქვეყანა იყოს მზად იმისთვის, რომ მოხდეს მისი ინტეგრირება უსაფრთხოების დიდ სისტემაში.
„მე-14 წელი გავიდა რუსეთის მხრიდან აგრესიისგან და ჩვენ დღეს გვყავს ანტიევროპული ხელისუფლება. ამ რეალობაში ვართ დღეს ჩვენ, რაც ზრდის საფრთხეებს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მოცემულ ვითარებაში, როდესაც რუსი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ერთადერთი სწორი პასუხია მეტი ინტეგრაცია დასავლეთთან, მეტი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდაზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.