““ნაცმოძრაობაში” სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ…ცუდი არ იქნება ცოტა მეტი წაიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე”-მათიკაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა შეუტია, რატომ თქვა, 14 წელია რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ.

„ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან: სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას. გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში სამწუხაროდ სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაეროს მანდატით! ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება ცოტა მეტი წაიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე“ – წერს დავით მათიკაშვილი Facebook-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share