ადვოკატები შველას ითხოვენ და ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან
გურიაში მოქმედი ადვოკატები თხოვნით მიმართავენ ადვოკატთა ასოციაციას რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს გავლენა შესაბამის ორგანოებზე, რის შემდეგაც გურიაში მოქმედმა სასამართლოებმა შეძლონ ნორმალურ რეჟიმშუ ფუნქციონირება.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დღეს გურიაში სასამართლოები პარალიზებულია:
კახა ჩავლეშვილი; ადვოკატი: ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ამჟამად უმძიმესი მდგომარეობაა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის მხრივ.
ადვოკატები ვერანაირ პასუხს ვეღარ ვაძლევთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს როდის დაიწყება საქმის განხილვა ან დაიწყება თუ არა საერთოდ. პრაქტიკულად განუხილველია და საერთოდ არ დანიშნულა სხომა 2018 წლიდან დღემდე წარდგენილი თითქმის ყველა სარჩელი, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც 2016-2017 წლებში შეტანილ საქმეებზე პირველი სხდომაც კი არა ადანიშნული.
უკვე აღარც კი ვიცით რა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს თავისი უფლებების დასაცავად, უფრო მეტიც უკვე იძულებული ვართ ავუხსნად საქმეების უსასრულოდ გაჭიანურების პერსპqეტივა ადამიანებს რომლებსაც საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით უნდათ სასამართლოსათვის მიმართვა სურთ, რის შემდეგაც ბევრი მათგანი სხვა ფომებით ცდილობს მათი პრობლემების გადაწყვეტას.
გურიაში ცხოვრობს დაახლოებით 110 000 ადამიანი, არის სამი სასამართლო (ორი მაგისტრატი და ერთი რაიონული) და ორი მოსამართლე რომელიც ვერ აუდის საქმეების განხილვას. გარდა უსასრულოდ გაჭიანურებული საქმის წარმოებისა საკითხავია საქმეების განხილვის ხარხიც მაშინ როდესაც ერთ მოსამართლეს ათასზე მეტი სხვადასხვა და საკმაოდ მარავლფეროვანი საპროცესო და მატერიალური ნომერბით განსახილველი საქმე აწერია. . რამდნადაც ჩემთვის ცნობილია ნორმალურ ვითარებაში საქმეების განხილვისათვის გურიაში აუცილებელია შვიდი მოსამართლე, არც კი ვიცი ამჟმად რამდენი მოსამართლის დამატება იქნება საჭირო საქმეები განხილვის პრობლემა გაიჭრას. სრულიად გაურკვეველია როდის შეძლებს ოზურგეთის რაიონული, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოები ნორმალურ ფუნქციონირებას და არც ის ვიცი რა პასუხი გავცე უსაშველო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
დავით მამალაძე; ადვოოკატი: ოზურგეთის რაიონულ სასამართლოზე როცა ვსაუბრობთ, შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთში მართლმსაჯულება გასულია სამართლებრივი სივრციდან. განსაკუთრებით ეს სამოქალაქო-ადმინისტრაციულ საქმეებს ეხება.
იმის გამო, რომ მოსამართლეთ რაოდენობა მხოლოდ ორია, ისინი ვერ უთავდებიან სისხლის სამართლის საქმეებს და ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეები არის თაროზე შემოდებული.
მე მივმართე ოზურგეთისა და გურიის ადვოკატთა სახელით ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობას , რომელმაც მყისვე მოახდინა რეაგირება და ოფიციალური წერილით მიმართა იუსტიციის საბჭოს, მოსამართლეთა დამატების აუცილებლობაზე. ველოდებით პასუხს.
ჩვენ იუსტიციის საბჭოს მივეცით ვადა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე. თუ აგვისტოს ბოლომდე არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები, სექტემბრის დასაწყისში დავიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს.