“ფლანგვის დეტექტორის” კვლევით, წყალტუბოს განახლების მორიგი დაპირების პრეზენტაცია ბიუჯეტს 179 ათასი ლარი დაუჯდა. კერძოდ, 128,000 ლარი დაიხარჯა კვებაში, ღონისძიებისთვის საჭირო ტექნიკისა და ავეჯის დაქირავებაში, აგრეთვე დიზაინის შექმნაში და ა.შ., ხოლო 51,000 ლარი დაიხარჯა ამ ღონისძიების ვიდეო ტრანსლირებასა და საინფორმაციო საინვესტიციო ვიდეო რგოლის დამზადებაში, რომლის მიზანიც იყო პროექტ “წყალტუბოს ახალი სიცოცხლის” პრეზენტაცია შესაბამის ინტერნეტ პლატფორმებზე.
პრეზენტაციას 5 ივლისს, პრემიერი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი უძღვებოდნენ.
წყალტუბოს რეაბილიტაციის დაპირება ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს გასცა, თუმცა მას ამისთვის დღემდე არაფერი დაუხარჯავს.
ამ ეტაპზე მთავრობამ 14 სანატორიუმი გამოიტანა აუქციონზე, თუმცა სანატორიუმების მყიდველი ჯერ არ გამოჩენილა.