ოზურგეთის საკრებულოს წევრი ”ქართული ოცნებიდან” ბესო მელუა საკრებულოშო სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მიიღებს ისეთ რეგლამენტს, რაც გარკვეულ ჩარჩოებში ჩასვამს ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე და წერს:
”დიდება კომუნიზმს..
მომავალში სხდომა პროტესტის ნიშნად, რომ არ დავტოვოთ კარებში ბიგვავა დააყენეთ როზგით ხელში. კუთხეში სიმინდის მარცვლების დაყრაც არ დაგავიწყდეთ ზედ ურჩი დეპუტატები, რომ დააყენოთ. ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის სუნთქვის ლიმიტიც დაწესებაც არ დაგავიწყდეთ, ვინმეს ზედმეტი არ მოუვიდეს.
ზემოაღნიშნულზე კონტროლი კანონმდებლობის დონეზე ქეთი ხომერიკს დაავალეთ ,ეგ დაუნდობელია და არც გაქოცებულ ნაცებს დაინდობს, ერთხელ უკვე გადაურბინა მაგათ.” – წერს მჟავანაძე.