“ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ კმაყოფილი ჰყავდეს პუტინი – აკია ბარბაქაძე

როდის დაიწყოს ომი – სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე პირდაპირ ამბობს, რომ ომი არა წინა ხელისუფლებამ, არამედ რუსეთმა 7 აგვისტოს დაიწყო. ექსპერტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსული ინტერესების გამტარებელს უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლებას პუტინის კმაყოფილება სურს.

”ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება. ეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რასაც ავალებს რუსეთი. ძალიან მარტივია აქ. ყველა ნარატივი, რომელსაც ესენი აცხადებენ, რუსულ პროპაგანდას აწყობს, რუსეთისვთვის არის გამიზნული და იმის გამო, რომ რუსეთმა საერთაშორისო  ველზე აწარმოოს წარმატებული პროპაგანდისტული ომი. ყველაფერს აკეთებენ, რომ კმაყოფილი ჰყავდეთ პუტინი. ძალიან კარგად ვიცით, რომ 7-შია დაწყებული ეს ომი და ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი ერთი თით ადრე უკვე იქ იმყოფებოდა. შეყვანილი ჰყავდა ფარულად შეიარაღებული ძალები და აწარმოედბენენ ესკალაციას, ” – ამბობს ბაქრაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share