ღარიბაშვილმა იმას მიხედოს, ტექსტებს ვინც უწერს, მხოლოდ 14 წელია რუსეთი ოკუპანტი? – უფლებადამცველი სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.
სოფო ხორგუანი პრემიერს მოუწოდებს, პატრიოტიზმის დაბრალებას თავი დაანებოს.
”ღარიბაშვილმა, ბინძურ ტროლ-ბოტობას მე რომ მიქსევს, იმას მიხედოს, ტექსტებს ვინც უწერს!
მხოლოდ 14 წელია რუსეთი ოკუპანტი?!
ვინც თქვენ სამშობლოს სიყვარული დაგაბრალათ, იმას მიეწია ჩვენი სამშობლოს ყველა ცოდვა! სახელმწიფო, თანამედროვე და განვითარებული, ხომ არ იცით, სახელმწიფოებრივი აზროვნება და მართვა! პატრიოტიზმის დაბრალებას მაინც შეეშვით! სახელმწიფო მოხელეებად რომ სხედხართ, ეს იკმარეთ! ვერავინ გამოეკერება ხელისუფლებას, ამაზეც იფიქრეთ ”- წერს ხორგუანი.