აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები ლანჩხუთშიც გაიხსენეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღეს ლანჩხუთში 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომის გმირების: რუსლან წულაძის და ემზარ წილოსანის, ვასილ სმირნოვის, 2004 წელს სამაჩაბლოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ლომაძის საფლავები.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.