Netflix-ზე ლეგენდარული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ფილმი “იცი დედა სად ვიყავი?” დაიდო.
ანიმაციური ფილმის სცენარის ავტორი და მხატვარი თავად გაბრიაძეა, რეჟისორი ლევან გაბრიაძე, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი ცნობილი რუსული ბლოკბასტერის, “ღამის გუშაგის” რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვია. ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში “Rezo“-ს სახელით ჩაეშვა.
მულტფილმი რუსეთის სახელით ოსკარის შორტ ლისტშიც მოხვდა, თუმცა საბოლოო ხუთეულში ადგილი ვერ დაიკავა.
სურათის მოქმედება ომისშემდგომ ქუთაისში ვითარდება, მთავარი გმირი კი თავად რეზო გაბრიაძეა – 9 წლის არნახული ფანტაზიის მქონე ბავშვი, რომელიც მაყურებელს იმ პერიოდის ყოფას დეტალურად აცნობს. ბიოგრაფიული ფილმი ავტორისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქიდა და კომედიური ელემენტებით არის გაფორმებული.
წყარო: http://filmmaker.ge/
მსგავსი სტატიები
- 91
- 90
უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ. “იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა…
- 89
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კეხმანი ამბობს, რომ ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს შეუთანხმდა, რომ, თუკი ის ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელი გახდებოდა, ის რუსი ბალერინა იქნებოდა. ამის შესახებ კეხმანი რუსულ გამოცემა Московский комсомолец-ს ესაუბრა და ნინო ანანიაშვილთან დადებული და მოგვიანებით შეწყვეტილი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. "თებერვალში…
- 87
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში გადასვლასა და იქ საბალეტო დასის ხელმძღვანელობაზე შეფასებას აკეთებს: "ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს ქვეყანაში, ხალხი იხრჩობა ვალებში, დაკარგეს სამსახურები, საზღვარგარეთაც ვეღარ მიდიან...საქართველოს გარკვეული ნაწილი აქვს ოკუპირებული რუსეთს და მე გული მისკდება ამაზე. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე…