პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით, 70 ათასიდან 80 ათასამდე რუსი ოკუპანტი დაიჭრა, ან დაიღუპა.
“ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ რუსების დანაკარგი 70 ან 80 ათასი ადამიანია 6 თვეზე ნაკლებ დროში. ეს არის ბრძოლაში დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა, ეს რიცხვი შეიძლება იყოს ოდნავ მაღალი ან დაბალი”,- თქვა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალმამ
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტების დანაკარგი შესამჩნევია იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს სამხედრო ძალამ ვერ მიაღწია.
გარდა ამისა, კალმას თქმით, რუსი ოკუპანტები, უკრაინელებთან შედარებით დემორალიზებულები არიან.