დეკემბრის თვის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 იანვარია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკ-ის ვებგვერდზე .
სემეკის ცნობით, აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.
როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.
მსგავსი სტატიები:
ბედნიერი ადამიანის 7 საიდუმლო
“აშშ_მ დღეს მსოფლიოს წინაშე ჩააბარა გამოცდა დემოკრატიაში”
“იმ ტელევიზიის სახელით თაიგული არავის მოუტანია, რომელშიც დედამ 50 წელი გაატარა”
20 ძლიერი და ცხოვრებისეული ციტატა დიდი მაფიოზებისგან
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოზურგეთელმა სპორტსმენებმა 18 მედალი მოიპოვეს
„ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს?” – ნათია ფანჯიკიძე ნინოწმინდის პანსიონზე
“ქართული ოცნების” მინისტრების დასამახსოვრებელი ფრაზები
“ერთი უცნაური ზნე დაგვჩემდა- ავირჩევთ თაღლითს, იდიოტს და მერე ვაფრქვევთ ბრძნულ აზრებს
