თოთხმეტი წლის წინ, რუსეთის ძალადობრივი იმპერიული გეგმები მსოფლიოსთვის გაშიშვლდა საქართველოში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია წერს და 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება.
განცხადებაში კომისია ღიად წერს, რომ ყალბი საბაბით თავდასხმის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ეთნიკური წმენდა ჩაატარეს და შედეგად, დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
განცხადებაში კომისია წერს:
“ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავის ოკუპაციას და გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება”.- ნათქვამია განცხადებაში.