ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის მხარდაჭერით აგვისტოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა სახელობის ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
I ადგილი ბუკნარის გუნდმა დაიკავა, რომელსაც აგვისტოს ომის გმირთა სახელობის თასი და ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცა.
II- III ადგილები გუთურისა და ზოტის გუნდებმა გაინაწილეს. სიგელებთან ერთად, გადაეცათ ფულადი ჯილდოები 300 და 200 ლარის ოდენობით.