ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი უკრაინიდან ექსტრადირებულია. ოდესის აეროპორტში სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ის მონტენეგროში გაუშვეს.
რადგანაც ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებაზე ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობს, უკრაინის შესაბამისმა სტრუქტურებმა ის იმ ქვეყანაში დააბრუნეს, საიდანაც ჩაფრინდა.
მინდია გორაძის მონტენეგროში ექსტრადირების ფაქტს მედიასთან მისი ერთერთი მეგობარი ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ოდესის აეროპორტში ლავასოღლი 3 იანვარს დააკავეს.
ცნობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვის მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 2018 წლის ივლისში, დაუსწრებლად შეუფარდა.
მსგავსი სტატიები
- 85
- 85
ბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
- 85
თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამართლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება. წავიდა თუ…
- 84