“უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალია….გახარია აგვისტოს ომის დროს მოსკოვში კითხულობდა ლექციებს და საუბრობს თითქოს ერთ მუშტად შეკრული რუსეთის ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს”-იონათამიშვილი

„2008 წლის აგვისტოს ომში უდავოდ ვნახეთ ჩვენი გმირი მებრძოლების თავდადება და ხალხის ერთობა. თუმცა, საინტერესოა რა ერთიანობაზე ლაპარაკობს გახარია, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოღალატე პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებდნენ სადახლოსთან და წითელ ხიდთან.” – ასე ეხაურება მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რატი იონათამიშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას.

“უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალია, როდესაც ბატონი გახარია მაშინ მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და საუბრობს თითქოს ერთ მუშტად შეკრული რუსეთის ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, “საქართველოსთვის” ლიდერი ქართულ პოლიტიკოსებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მტერთან საბრძოლველად ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share