ილონ მასკმა, Tesla-ს 7.92 მილიონი აქცია გაყიდა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 6.88 მილიარდი დოლარია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მასკს ფული იმ შემთხვევისთვის სჭირდება, თუ იძულებული გახდება, რომ Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად იყიდოს.
მასკს სოციალური მედიის პლატფორმასთან სამართლებრივი დავა აქვს. მან “Twitter”-ი ყალბი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კომპანიას აღარ იყიდდა. ამის გამო Twitter-ის ხელმძღვანელობამ მას უჩივლა.