წელს 6 თვეში ნივრის იმპორტი გასამმაგდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 824.2 ტონა (444.4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 289.2 ტონა (140.3 ათასი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, აქ მოცულობის მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ღირებულება შემცირებულია. კერძოდ, წელს 6 თვეში საქართველოდან 332 ტონა (373.2 ათასი აშშ დოლარი) ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივნისში – 330 ტონა (405 ათასი აშშ დოლარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს:
- ქვეყნები, საიდანაც 2022 წლის 6 თვეში საქართველომ ნივრის იმპორტი განახორციელა:
- თურქეთი – 415.3 ტონა (208.1 ათასი აშშ დოლარი)
- ჩინეთი – 387 ტონა (217.3 ათასი აშშ დოლარი)
- ეგვიპტე – 19 ტონა (17.5 ათასი აშშ დოლარი)
- ირანი – 2.9 ტონა (1.45 ათასი აშშ დოლარი)
ქვეყნები, სადაც 2022 წლის 6 თვეში საქართველომ ადგილობრივი წარმოების ნივრის ექსპორტი განახორციელა:
- რუსეთი – 203.6 ტონა (262.7 ათასი აშშ დოლარი)
- სომხეთი – 128.3 ტონა (110.5 ათასი აშშ დოლარი)
აქვე აღსანიშნავია, რომ წლევანდელთან შედარებით, გასულ წელს პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით, საქართველოს მეტი სავაჭრო პარტნიორი ჰყავდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის 6 თვის განმავლობაში, მცირე რაოდენობით, თუმცა ნიორი ასევე გადიოდა: ჰონგ-კონგში, ყატარში, სინგაპურსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.