ლეიბორისტებმა ევროკავშირის ლიდერებს მიმართვა გაუგზავნეს და მოითხოვეს:
,,ევროკავშირის ლიდერებს გავუგზავნეთ მიმართვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყავს კონტინენტზე ერთადერთი ერთპარტიული, პროპუტინისტური პარლამენტი და მოვითხოვთ მის არალეგიტიმურად ცნობას, ივანიშვილზე სანქციებს და ქართველო ხალხისთვის მხარდაჭერას ახალი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა გაიმართოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოკავშირე ევროპა დადგება ქართველი ხალხის და არა პუტინის ოლიგარქ ივანიშვილის გვერდით და მსოფლიოს გასაგონად იტყვის იმ სიტყ ას, რაც ეპოქალურადაც აკისრია.
რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ის ამბავი, რომ ევროსტრუქტურებს აქამდე რეაქცია არ გაუკეთებიათ იმაზე, რაც 31 ოქტომბერს მოხდა, როცა ოლიგარქის ბანდა შევარდა საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში და იგივეს გამო, ბელორუსი სანქციებში მოახვედრეს; რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ეამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს მიანიჭა მაღალი რანგის ორდენი იმის გამო, რომ ოლიგარქმა საფრანგეთის კოვიდისგან გადარჩენის ფონდში, ჩვენგან მოპარული მილიონები გადარიცხა, რადგან ის იმზადებს გასაქცევ ნიადაგს საფრანგეთში, მაგრამ ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ.
რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს როგორ მოგვექცა ევროპა შუა საუკუნებში _ სპარსეთის წინაღმდეგ როოგორ მიგვატოვა მარტო; ისიც გვახსოვს თურქეთის ოსმალეთის წინააღმდეგ როგორ დახუჭეს თვალი და ჩაყლაპეს 1800 წელს რუსეთის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება; ევროპამ რეაქცია არ გააკეთა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე; ევროპამ არ მიგვიღო ნატოში და ამან 2008 წელს, რუსეთს მისცა საშუალება მოეხდინა საქართველოს 20%- ის ოკუპაცია და ის ცოდვა, რაც ახლა ტრიალებს, იქიდან მოდის. ვფიქრობ, ახლა, როდესაც წყდება საქართველო დასავლეთის, ატლანტიკური სივრცის, ევროპის ნაწილად დარჩება, თუ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდება, აქ მაინც იტყვის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ევროპა თავის სიტყვას.
მეგობრობა ორმხრივია. მარტო ჩვენ ვამტკიცოთ დასავლეთის ერთგულება და ამ დროს ევროპამ ფეხებზე დაგვიკიდოს, ასე არ გამოვა.” _ განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა