ვასკულიტი…უშველეთ სისხლძარღვებს, რომ იცოცხლოდ -ექიმი მარინა ტოტოჩავა

ვასკულიტი
უშველეთ სისხლძარღვებს, რომ იცოცხლოდ.
ადამიანები იტანჯებიან სხვადასხვა დაავადებებით,მაგალითად, მაღალი წნევით, ქრონიკული რინიტით, ასთმით, კიდურების და გულ-სისხლძარღვთა თრომბოზით; სხვადასხვა ტიპის ალერგიებით; კუჭის წყლულით, ცხვირიდან სისხლდენებით; ჭარბი ქოლესტერინით, და ზიანებული სისხლძარღვებით და არტერიებით; ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემებით, თვალის დააავადებებით, ფილტვის და თირკმლის დაავადებებით და კიდევ სხვა უამრავი პრობლემით. ლოკალური მკურნალობის დროს, ხშირად არ არის გათვალისწინებული, რომ რომელიმე დაავადება, სხვა , უფრო დიდ დაავადებაში შემავალი სი ნდრომია.
ვერ იტანთ სიცხეს ან ხან მაღალი წნევაა ან თვალზე პრობლემა? ან კანზე გამონაყარია და ალერგია გგონიათ . პედიატრიულ კონტიგენტში სტომატიტი იყო ან ცხვირიდან სისხლდენა, ლარინგოლოგმა ე. წ მოწვა განახორციელა და ფიქრობთ პრობლემა დაასრულეთ. ან ხმა იხლიჩება ხან ან ქრონიკული რინიტია ; პერიოდულად ——-თავის ან კისრის ან წელის კუნთების ტკივილია და მხოლოდ ოსტეოქონდროზი გგონიათ ; დიაბეტი გაქვთ, შაქარი მაღალია და მის დამწევ პრეპარატებს სვამთ და გგონიათ სწორად მკურნალობთ ან სახსრის პრობლემაა ან გულში სტენტი ჩაგიდგეს და საერთოდ, თრომბის პრობლემაა; ქოლესტერინის სიჭარბე და ღვიძლის გაცხიმოვნება ა . უფრო მეტიც ან ინსულტი ან ინფარქტი ან ანევრიზმა იყო ——–ესენი და კიდევ უამრავი დაავადება ———-არ არსებობს —–არტერიების, სისხლძარღვების და კაპილარების, ვასკულიტურად დაზიანებული ფონის და მთავარი დამნაშავეობის გარეშე. თუ მთავარი დამნაშავე ანუ არტერიები და სისხლძარღვები არ იქნება მკურნალობის სამიზნეზე და არ დაიწყებთ მათი დარღვეული ბიოქიმიური რეაქციების დარეგულირებას, არასოდეს მორჩებიან ადამიანები.
გგონიათ ადამიანს——-მიკრობი ან ვირუსი ან ბაქტერია კლავს? – -არა. ადამიანს კლავს ნაადრევად დაბერებული სისხლძარღვები , რომლებსაც ვასკულიტი აქვს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული. გგონიათ, ახლა რომ უმძიმეს დაავადებებს დავახასიათებ, ესენი იშვიათი მოვლენებია? სისხლძარღვებზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. მაგრამ, ხალხმა ჯერ კიდევ არაფერი იცის სიკვდილსაშიშ მდგომარეობებზე. ვერც კი წარმოიდგენთ, ქვევით რომ მძიმე დაავადებებს დავახასიათებ, ამ პათოლოგიებით, რამდენი ადამიანი დადის და საერთოდ არ იციან რა სჭირთ. სწორედ იმიტომ ავირჩიე ეს თემა დღეს ,რომ ადამიანებს წარმოდგენა მაინც ჰქონდეთ, სად არის საშიშროების კრიტიკული ზღვარი. რა ც უფრო მეტადაა დაზიანებული სისხლძარღვები , იმდენად მეტად ვერ უძლებს ადამიანი მიკრობებს და ვირუსებს. რაც უფრო ინვოლუციურია სისხლძარღვი ანუ ადრე დაბერებული, მით მეტადაა გამოხატული სხვადასხვა დონის ვასკულიტი და ამის ფონზე უამრავი დაავადება. სკოლის ასაკის ბავშვის თვალის ფსკერის დათვალიერებისას, ხან მეტად უსიამოვნო ფაქტებს გადავეყრები. ლუპა მიდიდებს 80 წლის ადამიანის სისხლძარღვების სურათს. დაავადება ათეროსკლეროზი ანუ სისხლძარღვების დაბერება , დღეს უკვე სკოლის ასაკშიც გამოიხატება. ინვოლუციას ანუ ორგანოების და სისხლძარღვების დაბერებას ასაკი არა აქვს. გაოცებულებს, რამდენჯერ გიფიქრიათ 80 წელს ბევრად გადაცილებულ ადამიანზე, თუ რა მაგარ ფორმაშია ეს ქალი თუ მამაკაცი. ასეთი ადამიანი ბევრ ახალგაზრდაზე უფრო საღია ჯანმრთელობით .რადგან ჯანმრთელი სისხლძარღვები შეინარჩუნა. უეცარი სიკვდილები ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ციფრებით ახალგაზრდა ასაკში, სისხლძარღვების ნაადრევი კრიტიკული დაბერებაა. თუნდაც გარეგნული ბევრი ჩივილი არ იყოს და ადამიანი საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. ახლა აქ სისხლძარღვების, კაპილარების და არტერიების ფიზიოლოგია, ბიოქიმია და მათი კუნთოვანი შრეების დეტალური დახასიათება, შემადგენელ ცილებზე აქცენტირებით ძალიან შორს წამიყვანდა. თუმცა, ადრე რამდენიმე ჯერ განვიხილე. დავკონკრეტდები, მხოლოდ მძიმე ვასკულიტურ დაავადებებზე ,სინდრომებზე და სისხლძარღვების და არტერიების იზოლირებულ ვასკულიტურ გამოხატულებებზე და მათ ვასკულიტურ გადაგვარებაზე . მიხვდებით, რომ ამ დაზიანების რომელიმე ხარისხის გარეშე, არცერთი ქრონიკული და მძიმე დაავადება არ არსებობს. რომ არ არის მთავარი აქცენტი სისხლძარღვების ვასკულიტური ხარისხის დადგენაზე, იმიტომ არის ამდენი გართულებული დაავადება და ხანმოკლე სიცოცხლეები.
ვასკულიტი—————- სისხლძარღვების, კაპილარების და არტერიების დაზიანებაა. მათი კედლების შრეების ქრონიკული ანთებაა. სიცოცხლის ხანგრძლივობის ათვლა , სისხლძარღვების ჯანმრთელობის ხარისხით ხდება. ვასკულიტი ყოველთვის მიდის———-სისხლის მიმოქცევის მასიური დარღვევით და შინაგანი ორგანოები მიჰყავს გადაგვარებამდე, მძიმე იშემიამდე . მეცნიერეულად დამტკიცებულია—ჯერ სისხლძარღვები ზიანდება ზოგადად და განსაკუთრებით კონკრეტული ორგანოს, შემდეგ კი ეს ორგანო. მაღალი იმუნიტეტის დროს ვასკულიტი არ არის. გართულებული ვასკულიტების ფონია—————ქრონიკული დაავადებები,ინფექციები, დაბალი იმუნიტეტის პირებში ჩატარებული ვაქცინაცია, იმუნიტეტის გაუმჯობესებამდე; სახსრების და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებები,ბაქტერიები, ჭიები, ვირუსები,მძიმე მეტალები, შესუნთქული შხამები და გაზებ ი; არასწორად დანიშნული მედიკამენტები; გადახურება მზეზე, სოლარიუმის ხშირი გამოყენება ;ტრავმა, დამწვრობა, დაჟეჟილობის და ტრავმის ბოლომდე აულაგებლობა და სხვა.
ყველა ფიზიკური ტრავმა ყველა ასაკში, ბავშვების ყველა დაჟეჟილობა, არასრული და არასრულფასოფანი მკურნალობის შემდეგ , თანდათან სისხლძარღვის ვასკულიტად იქცევა. რადგან ,ქსოვილის რეგენერაციის ყველა ეტაპი ვერ განხორციელდა. ყველა პათოლოგიაში წამყვანი პრობლემა, ვასკულიტურად გადაგვარებული სისხლძარღვია.
ჯერ მოკლედ განვიხილავ ვასკულიტების ცნობილ მძიმე დაავადებებს. მათი გამოცნობა ხშირად ვერ ხდება. ადამიანები დადიან ამ დაავადებებით, უმოკლდებათ სიცოცხლე და მკურნალობენ უშედეგოდ , ხშირად არა ამ დაავადებებზე, არამედ, მათ შემადგენელ სინდრომებზე. ადამიანთა სიკვდილობის მაღალ სტატისტიკას, ქმნის ეს დაავადებები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და ვერ არიან გამოცნობილები . სამწუხაროდ, ჩივილების აკადემიური აღქმა ხან ვერ ხდება, რადგან სამკურნალო დარგის კონტროლი არ არის.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი.
ეს და —– ტაკაიასუს დაავადება მიდიან მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებით. გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი უფრო 50 წლის ზევითაა. ხან ტემპერატურაა , წონის კლებაა, თავის ტკივილია —–თავში პულსის ფეთქვის შეგრძნებით. კუნთების და სახსრების ტკივილი, ღამე ოფლი. მაჯაზე სუსტი პულსია. ტაკაიასუს დაავადების დროს , დაზიანებულია- აორტა, ფილტვის არტერია და მისი განშტოებები. ამ ორ დაავადება ს მსგავსი სიმპტომები აქვს——-ცხელება, წონის კლება, სახსრების ტკივილი, ღამე ოფლი და პერიფერიაზე სუსტი პულსი.
გაუსინჯეთ პულსი პერიფერიაზე, უფრო გასაგებად-მაჯაზე, სრულიად ჯანმრთელ ახლობელს, თუ ასეთი ვინმე მოგეპოვებათ. მას ძალიან მკვეთრად უფეთქავს პულსი. ახლა ნახეთ თქვენი , თითქოს გამქრალი, ძაფისებრი პულსი. ექიმი ან ექთანი წვალობს თქვენს ვენაში მოხვდეს?ვენა არ ჩანს ან მალე სკდება? თან სიმსუქნე გაწუხებთ. სიცხე აუტანელია თქვენთვის. ეს კლასიკური——- სისხლძარღვების ვასკულიტია. სიცხის აუტანლობა ვასკულიტის ყველაზე სწრაფი და უტყუარი მარკერია. ძლიერი, მკვრივად ვიზუალიზებული ვენები ვასკულიტს არ ახასიათებს. ის ჯანმრთელობის ნიშანია. გაქრონიკულებული წნევის გამოვლინება ვასკულიტის გამოკვეთილი ნიშანია. მაღალი წნევის დროს, თქვენ ხშირად, მხოლოდ ,ეწ დამარეგულირებლის ზეწოლის იმედზე ხართ .ამ დროს——— დარღვეული ფიზიოლოგიის გამოსწორება ;სისხლძარღვის კუნთოვნი შრის დაშლილი ცილების აღდგენა; უჯრედის მოშლილი ბიოქიმიური რეაქციების აღდგენა; შესაბამისი ჰორმონების დარეგულირება ანუ ძირითადად , რა მიზეზებისგანაც არის წნევა ———– მათი გამოსწორებისთვის არაფერი არ ხდება. საერთოდ ჯამში——— სისხლძარღვის ქსოვილის გადარჩენისთვის ბრძოლა არ ხდება. ჰიპერტონიის დარტყმის ეპიცენტრი კი სისხლძარღვებია. მყარი ჰიპერტონია ,როგორც მძიმე დაავადებებად ფორმულირებულ ვასკულიტებს ახლავს, ასევე ახასიათებს, ვასკულიტურად გადაგვარებულ მსხვილ სისხლ ძარღვებს.
გულმკერდის პერიოდული ტკივილი, ხშირად, მარტო სტენოკარდია ჰგონიათ, მაგრამ ის ფილტვების დაზიანებაა .ყველაზე სწრაფად მკვლელი სიმსივნე ————შუასაყარის კიბო, ჩივილების მხრივ გულმკერდის ტკივილით გამოიხატება. ფილტვის დაზიანება კი ,გულის დაზიანების გარეშე არ ხდება. ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ ადრე თუ ფილტვის უკმარისობა იწერებოდა ,ახლა ფილტვ-გულის უკმარისობაა დოკუმენტირებული. რადგან ,ფილტვის დაზიანება არ არსებობს, პარალელურად გულის დაზიანების გარეშე. სტაციონარებში ისტორიებს ვწერდით აკადემიურად და პაციენტის ფილტვის ანთების არსებობის დამტკიცება, წინასწარი დიაგნოზის დასაბუთებაშიც კი, ვერ მოხდებოდა გულის უკმარისობის——- თუნდაც პირველი ხარისხის დასაბუთების გარეშე და თუნდაც ერთ წლამდე ბავშვებში. ასეა ეს დღეს მსოფლიო მედიცინაში. ჩვენში კი დღეს ხშირად, მშრალად იწერება მედიცინის მეცნიერებიდან ძალიან დაშორებული ისტორიები. განსაკუთრებით, სოკოებივით მომრავლებულ 24 საათიან კლინიკებში; თანხების მიზნობრივი ხარჯვის მაკონტროლებელი სოცმუშაკის შენიშვნიდან თავის დაძვრენის და ფულის გამომუშავების მიზნით . ფილტვის დაზიანება და ასევე გულის, არ არსებობს ვასკულიტურად ბოლომდე გადაგვარებული სისხლძარღვის გარეშე .როცა ფილტვია დაზიანებული, იქ გულის სისხლძარღვების ვასკულიტიცაა და პირიქით. თუ ფილტვში აღმოაჩენ ვასკულიტურად გადაგვარებულ სისხლძარღვს, ის ისეთივე მდგომარეობაში იქნება გულშიც და პირიქით.
თვალის ნებისმიერი პათოლოგია, ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა სისხლძარღვების ვასკულიტის გამო. შეიძლება ,ეს ზოგადად, ვასკულიტურად დაზიანებული სისხლძარღვის ფონზეა. ან შეიძლება, მძიმე დაავადებებად კონსტანტირებული ვასკულიტების ფონზეა. ხშირად მედიცინის შეცდომა ის არის, რომ კონცენტრირება კონკრეტულ დაავადებაზე ხდება და არაა გათვალისწინებული, რომ ეს დაავადება, უფრო მსხვილი დაავადების ერთი სინდრომია.
თუ უკვე განხილული დაავადებები ——გიგანტური და ტაკაიასუ , მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებით მიდიან ; საშუალო ზომის სისხლძარღვების დაზიანებით მიდის————-კავასაკის დაავადება და კვანძოვანი პერიარტერიიტი. კვანძოვან პერიარტერიტს ახასიათებს——-სახსრის პერიოდული ტკივილი; პერიოდული ტემპერატურა. კაცებში უფრო ხშირია და სათესლე ჯირკვლის პრობლემებია. ამიტომ, არ შეიძლება სათესლე ჯირკვლის პრობლემით , მარტო უროლოგთან მივიდეს ადამიანი. ის ზოგად თერაპევტმაც უნდა ნახოს. რადგან ,დასამალი არც არის, დაავადებების გლობალური გააზრებით ხშირად არ გამოირჩევა ჩვენი მედიცინა. ამ დროს კანზე წვრილი გამონაყარია ხშირად და სამწუხაროდ, საბედისწერო შეცდომით, მარტო ალერგიად თვლიან. თუ ეს კვანძოვანი პერიარტერიტია, მაშინ ყველაფერი აუცილებლად მივა წვრილი ნაწლავის ან გულის ან თირკმლის ინფარქტამდე. ეს დაავადება ძალიან ხ შირად იყო მიმალული და გამოუცნობი——– განსაკუთრებით, იმ გულის ინფარქტების უკან , რომლებიც ძალიან დამძიმდნენ ან სიკვდილით დამთავრდნენ. კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს 95 პროცენტში თირკმლის ძლიერი დაზიანებაა. ბევრ ადამიანს ქრონიკულად აწუხებს თირკმლები. როცა დიალიზზეა, ამ დროს ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ხშირ შემთხვევაში ფონად ——–კვანძოვანი პერიატერიიტი აქვს. დიალიზზე მყოფი ადვილად მივა სიკვდილამდე, თუ კვანძოვანი პერიატერიტის ფონს არ გავითვალისწინებთ. ამ ტიპის ვასკულიტის დროს, თირკმლის დაზიანების გამოხატულებაა–წნევა, შეშუპება, შარდში ცილა. საერთოდ, ნუ ენდობით იმ პერსონებს , რომლებიც მარტივად უყურებენ შარდში ცილის ,თუნდაც ე წ ნიშნებს ანუ 0,033——-ს .თირკმლის გორგლოვანი ფილტრაცია ,რომ ირღვევა იქ ხან დაბალია ცილა და ხან მაღალი. ადამიანი მუდმივად ხომ ვერ იკონტროლებს ანალიზს. საერთოდ, თირკმლის უკმარისობა არ განვითარდება , თუნდაც კვანძოვანი პერიარტერიტი არ იყოს, თუ თირკმლის სიხლძარღვები ვასკულიტურად დაზიანებული არ არის. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, თირკმლის სისხლძარღვები ვასკულიტურად გადაგვარებულია. ბევრი დადის თირკმლის ქრონიკული უკმარისობით და არც იცის. მისი პირველი ხარისხის გამოცნობა, მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია. ასევე , ძალიან ხშირია მეორე ხარისხის ვერ გამოცნობა, მესამე კი ყველას ატყობინებს თავს. ყველა დიაბეტიანი ნებისმიერი ა საკის, დადის თირკმლის უკმარისობის პირველი ხარსიხით.დიაბეტიანში, ის ძალიან მალულად გადადის მეორე ხარსიხში. ხოლო მესამეს დროს კი, უკვე რთული გამოხატულებებია. გონიერი ექიმისთვის, თირკმლის უკმარისობის ნებისმიერი სტადიის გამოცნობა დაბრკოლება არ არის. .
პატარა ზომის სიხლძარღვების დაზიანებით მიდიან შემდეგი ვასკულიტები1—მიკროსკოპული პოლიანგიიტი 2—ვეგენერი 3———ჩარჯ—სტოქსის სინდრომი4—–შონლაინ-ჰენოხი ანუ თრომბოციტალური პურპურა 5——-ესენციური კრიოგლობულინური ვასკულიტი. ცხოვრების უბედურებაც ეს არის. თუ გამონაყრით არ წავიდა ეს დაავადებები , რაც ახლა ჩამოვთვალე ანუ პატარა ზომის სისხლძარღვების ვასკულიტით მიმდინარე; გამოუცდელი ექიმისთვის ძნელად შესამჩნევია და ადამიანების ნაადრევი სიკვდილობის მიზეზია . ასევე, სიტყვა —–პატარამ , მსუბუქი დაზიანება არ წარმოგისახოთ. ტექსტის კომპაქტურობისთვის, როცა არტერიებს და სისხლძრღვებს ვახსენებ, აღარ ვამბობ და ბუნებრივია აქ კაპილარებიც იგულისხმება. ხოლო პატარა ზომის სისხლძარღვი ყველაზე სახიფათოა და ხშირი კერაა , როგორც თავისი კედლების დასაზიანებლად , ასევე პრობლემური—- აგრეგირებული, თრომბული მასებით გასქელებული სისხლის გასავლელად .ამ ტიპის დაავადებები უფრო რთული სამკურნალოა. ინსულტიც ხომ პატარა ზომის სისხლძარღვში ხდება. ვეგენერის გრანულომატოზის ვერაგობაზე უკვე არაექიმებსაც სმენია.
აუცილებლად ცალკე გამოვყოფ——-ალერგიულ , გრანულომატოზურ ანგიიტს. ადრე ეს დაავადება მედიცინას, კვანძოვანი პერიარტერიტის ასთმური ფორმა ეგონა .მაგრამ , მსოფლიო მედიცინაში ,ის ახლა ცალკე დაავადებაა. ამ დაავადების გამოცნობის დროს, მედიცინას რომ შეცდომები მოსვლია, იმდენი შეცდომა ჯამში საერთოდ არ ყოფილა. სამწუხაროდ, ასეთ შეცდომებს დღესაც ვხედავთ. ბუნებრივია, ეს დაავადება იმუნური გენეზისაა. ამ დროს არის, საშუალი და წვრილი არტერიების, ვენების და კაპილარების ანთებები .გამოხატულია ვენის ანთება; აგრეგაციული , თრომბული პრობლემები .ხშირად ამ დაავადების ფონის გამოცნობა ვერ ხდება და იზოლირებულად დანახულ თრომბზე მკურნალობაა, მხოლოდ სისხლის გამათხიერებლით. რისი დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება, მითუმეტეს, სისხლძარღვის კედლის განმტკიცების და მისი ბიოქიმიური გაჯანსაღების გარეშე, იწვევს სისხლის ფორმულის დაშლას და სისხლძარღვის გახეთქვას. რატომ არის შემთხვევები, რომ მიუხედავად სტენტირებისა ან გულის სხვა ოპერაციისა ადამიანები გარდაიცვალნენ. იმიტომ, რომ მათი სისხლძარღვების ვასკულიტური დაზიანების ხარისხი მაქსიმალური იყო და სასიკეთო ცვლილებებსაც ვერ გაუძლეს. ან ეს დაავადება ჰქონდათ ფონად, რა თქმა უნდა გამოუცნობი. დიდი აზროვნება არ უნდა სჭირებოდეს იმას, თრომბოზი რომ გლობალურ მასშტაბებს აღწევს , იქ მარტო თრომბის ლოკალურ მკურნალობაზე არ უნდა დავეშვათ და უფრო მსხვილი დაავადებები გამოვრიცხოთ .პაციენტის სისხლძარღვებზე ზრუნვა უპირველესი უნდა იყოს ჩვენს გონებაში. ნებისმიერი, თუნდაც მარტივი ოპერაციის წინ საჭიროა, სისხლძარღვის დრეკადობის გაუმჯობესება. არც ისე ცოტა შემთხვევებია ამ ქვეყანაში, გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ბავშვების. ლარინგოლოგი კი იყო ძლიერი, მაგრამ პედიატრიული კუთხით სრულფასოვნად ვერ შეფასდა ბავშვის სისხლძარღვები და იმ ეტაპზე ოპერაციას არ ექვემდებარებოდა.
მითუმეტეს ვერ უძლებენ ვასკულიტურად ბოლომდე დეგრადირებული სისხლძარღვები, სისხლის გამათხიერებლის ხანგრძლივ მიღებას. პარალელურად, სისხლძარღვის კედლის წინასწარ განმტკიცების გარეშე. ძალიან ხშირია ანგიიტის გამოცნობაზე შეცდომები, ამ საკითხის გლობალურად არშეფასების გამო. თრომბზე მკურნალობისას ხშირად ეს ფონია და არ არის გათვალისწინებული წამყვანი——-ვასკულიტურად დაზიანებული სისხლძარღვის მდგომარეაობა. ანგიიტის გამოცნობა მაშინაც ვერ ხდება ,როცა ასთმის გამოხატულებით არ მიდის. ის ბოლოს ბევრი ორგანოს დაზიანებამდე მივა, განსაკუთრებით ფილტვების. კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველია, როცა ეს დაავადება კლასიკურად მიდის , რომლის დროსაც მთავარი სინდრომია———-ბრონქული ასთმის შეტევები. ყველაზე მეტი სავალალო შეცდომა აქ ხდება. ასთმის ინჰალატორი უფრო ამძიმებს პროცესს. ამას ძალიან ხშირად ავღნიშნავ, რომ გამოიკვეთოს ასთმის ინჰალატორის რეალური ჩვენება. ახლა ყველაფერი თანხებზეა აქცენტირებული. მედიცინამ ამ ეპოქაში, ერთეული გულისხმიერი ექიმების დიდი ღვაწლის მიუხედავად , მასიურად დაკარგა გულიანობა პაციენტის მიმართ. ადრე ისტორიაში ვასაბუთებდით დეტალურად, რას ვნიშნავდით და კონკრეტულად რატომ. ასთმის შეტევა როცა არის—————-უნდა გამოიკვეთოს—-კლასიკური ასთმაა თუ რომელიმე დაავადებაა, რომლის დროსაც ასთმა სინდრომია და სულ სხვა მკურნალობა ესაჭიროება. ამ დროს, ხან კანზე არის არათრომბოციტალური პურპურის გამოხატულება გამონაყრის სახით. ამიტომ , პურპურას დიაგნოზს რომ დავსვამთ, უნდა დავადიფერენციროთ———ეს თრომბოციტალური პურპურაა თუ არათრომბოპენიური. ალერგიული ანგიიტი ჩამოგავს კვანძოვან პერიარტერიტს. განსაკუთრებით, ანალიზებით. მაგრამ, კვანძოვანი პერიარტერიტისგან, ალერგიული ანგიიტი მკვეთრად განსხვავდება———-ბრონქული ა სთმით და ეოზინოფილიით. ახლა მიაქციეთ ყურადღება, ეოზინოფილებზე იმ ფენომენს , რომელიც ჩვენს მედიცინაში, ძალიან ხშირად მეტად გაპრიმიტიულებულია, სწორედ მედიცინის მუშაკების მიერ. საწმუხაროდ, ამ შეცდომას ზოგი მედმუშაკი ღიადაც აქტიურად აპრეზენტირებს საუბარში. ანუ დააფიქსირებენ რა, მომატებული ეოზინოფილებია ,სისხლის საერთო ანალიზში, მაშინვე ამის ახსნას, ძალიან პრიმიტიულად —— პარაზიტებს მტკიცედ მიაწერენ. უკეთეს შემთხვევაში კი ალერგიასაც .თუ ამას წამოიყვირებს ლაბორანტი, რომელსაც განხილვა არ ევალება, შენ მაინც ნუ აკეთებ –პროფესორი ასეთ პრიმიტიულ დასკვნას, რომელიც სიცოცხლის რისკების შემცველია. ანუ ჭარბი ეოზინოფილების გამოხატულების დროს, აზროვნებისას მარტო პარაზიტებზე და ალერგიაზე არ უნდა შევაჩეროთ გონება. რადგან, ამ მონაცემების დროს, უპირველესად ჯერ, სიცოცხლისათვის ყველაზე საშიში დაავადებები უნდა გამოვრიცხოთ. რომელთა დროს , სისხლის საერთო ანალიზში ეოზინოფილების მატებაა. ეოზინოფილების სიჭარბეზე სწორი გადევნებით, ასევე სხვა პარამეტრებზეც, ადამიანის სიცოცხლის რეალური დაზღვევა შეიძლება , მომავალი მძიმე დაავადებისგან, რომელიც ახლა ორგანიზმში უკვე აქვს ლატენტურად და პროდრომულად ანუ შესავალ სტადიაში და ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაუზიანებია სისხლძარღვები.
-თუ ბრონქული ასთმა გაქვთ მაღალი ეოზინოფილებით ,თუნდაც პერიოდულად, შესაძლებელია სულ არ გქონდეთ ბრონქული ასთმა და ეს სხვა, მძიმე დაავადების ერთი სინდრომი იყოს. ვინაიდან მექანიზმები განსხვავებულია, ამ დროს მკურნალობებიც რადიკალურად სხვაა. ასთმის სურათის დროს, პირველი რაც უნდა გამოირიცხოს———- ეს არის——- გრანულომატოზური ანგიიტი. რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა. ადამიანს ჰგონია ასთმა აქვს, გადავსებულია ალერგიის და ასთმის პრეპარატებით და მაინც ვერ რჩება. ამ დროს კი ეს დაავადებაა , სისხლძარღვები იშლება და საბოლოოდ ნეკროზდება და კვდება. შესაბამისად, ამ ადამიანის შინაგანი ორგანოები ზიანდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. კიბოს შანსი იზრდება. ინჰალატორის დანიშვნას კი ა რ უნდა ვესწრაფოდეთ. მითუმეტეს , მისი ხშირი და ხანგრძლივი დროით გამოყენება, ევროპულმა მედიცინამ უკვე აღიარა ფილტვის სიმსივნის ჩამოყალიბების ფაქტორად. არამედ————დეტალურად შევისწავლოთ და დავაკვირდეთ სისხლძარღვების მდგომარეობას. ის დაავადებები გამოვრიცხოთ, რომელთა მხოლოდ ერთი სინდრომია ბრონქული ასთმის პერიოდული შეტევები.
ვეგენერი
ის ყოველდღე უტევს და თანდათან ანადგურებს ვალდეიერის რგოლს. ანუ ზემო სასუნთ გზებს. ცხვირის სინურებს, ტრაქეას და სხვა. ასევე ფილტვებს და თირკმლებს. ეს დაავადება კაცებში უფრო ხშირია. ბევრი ადამიანი გარდაცვლილა და ეს დიაგნოზი დასმულიც არ იყო. დაავადების ნიშნებიდან სავალდებულო არ არის, ყველა ერთდროულად იყოს . მისი დამახასიათებელია-ცხვირის ნიჟარების შეშუპება ;ხან ცხვირიდან სისხლი; ტრაქეის სპაზმი, რომელიც გაუაზრებლად, ყოველთვის გაციებას ბრალდება ;ხმის პერიოდული ჩახლეჩა, ისიც ასევე გაციებას ბრალდება. ცხვირის ნიჟარების შეშუპებაზე, ჩვენში მკურნალობიდან, ძირითადა ცნობილია მარტო —ცხვირის წვეთებზე , ანტიბიოტიკზე და აეროზოლზე აქცენტირება. შემდეგ კი, წლის განმავლობაში, იგივე წამლების გამეორება სხვა სახელწოდებებით. როცა ამ დაავადების გართულებული შემთხვევაა, ცხვირის ძგიდეზე ქერქები ან წყლული ჩნდება. როცა გაციებული ადამიანი ჭკვიან ექიმთან მიდის კონსულტაციაზე, უფრო მეტად, სტანდარტულად , ფილტვების გასაკონტროლებლად, მას ეს გონიერი ექიმი ცხვირში შეუხედავს და ქერქებს და წყლულს გამორიცხავს. ნებისმიერი გაციებული პაციენტის მიღებისას, გონიერმა ექიმმა უპირველესად კიბო ან რომელიმე მძიმე დაავადება უნდა გამორიცხოს. რადგან, ბევრ მძიმე და მარტივ დაავადებას საერთო , ნიშნები აქვს. ცხოვრებაში არ გამისინჯავს, თუნდაც მარტივი დაავადებით მოსული პაციენტი, გონებაში კიბო რომ არ გამომერიცხოს. თუ ვეგენერის დროს ფილტვებამდე უკვე მივიდა პროცესი, მისი დაზიანება ყველასთვის ადვილი მისახვედრი ხდება. მაგრამ ,ეს არ ნიშნავს ,რომ დაავადება გამოცნობილი იყოს. დაზიანება გამოიხატება—სისხლიანი ხველით, სუნთქვის უკმარისობით, მკერდის ტკივილით. თუ თირკმლის ხაზით წავიდა დაავადება, მალე მივა თირკმლების უკმარისობამდე. ვეგენერის დროს ხშირია კანზე გამონაყარი. სტატისტიკურად ვეგენერი, თვალების დაზიანების დიდი პროცენტით მიდის . განსაკუთრები ხშირია თვალის ანთებები ან ექსუდატის——სითხის დაგროვება თვალების უკანა მიდამოში. მითუმეტეს ეს ხდება, ქოლესტერინის სიჭარბის და წნევის ფონზე. რადგან ათეროსკლეროზულ, ვასკულიტურ, ლიპიდური ცვლის მოშლით დაზიანებულ სისხლძარღვში , უფრო ადვილად ხდება შეშუპებაც და სითხის დაგროვებაც. სითხე გროდება თვალის უკანა მიდამოში და თვალის გადიდებას იწვევს. ქართველები გადმოკარკვლას რომ უწოდებენ. შარდმდენ წამალზე სითხე ქრება და თვალი, დროებით საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ასეთ დროს შეიძლება უშუალოდ ვეგენერი არ იყოს , მაგრამ ვასკულიტურად ძალიანაა გადაგვარებული სისხლძარღვები ა თეროსკლეროზის და ჭარბი ქოლესტერინის გამო. ვეგენერის დროს——-ზოგს პერიკარდიტი აქვს—-გულის პერანგის ანთება. ხშირად, გულში სითხის საშუალო დონე შეუმჩნეველია. ადამიანი ჩვეულებრივად, აქტიურ ცხოვრებაშია ჩართული. ამ დროს ადამიანი შეიძლება, მაგალითად, ღვიძლის გაცხიმოვნების გამო ,კატეს ან სხვა კვლევაზე იყოს და გულში სითხე დაუფიქსირონ .მან კი საერთოდ არ იცის ვეგენერი რომ აქვს.
კარდიომიოპათია, როგორც წესი ვეგენერის დროს ყველას აქვს. დღეს , ჩვენს ქვეყანაში, ისედაც კარდიომიოპათიების კოლოსალური რიცხვია ყველა ასაკში. მოსწავლეები დადიან ჯიბეში——ვალიდოლით, კორსიზით, ვალერიანით—- ტაქიკარდიისგან შეწუხებულები. ოჯახებმა მიზეზები არცკი იციან. ეს უხშირესად, ფარული ჩიყვების ან ჩიყვთან ასოცირებული დაავადებების გამოა. რადგან ჩვენი ქვეყანა, დღეს მთლიანად იოდის ენდემიური კერაა . არ არის სწორი სტრატეგია, როცა თუნდაც, მაღალი რანგის კარდეოლოგი, ელექტრონულ გამოკვლევებს გააკეთებინებს პაციენტს და როცა დარღვევა არ არის ———–ეუბნება გული სრულიად ჯანმრთელი გაქვსო. ქართველსაც მეტი რა უნდა, ისედაც არაჯანსაღად ეპყრობა სიცოცხლეს. კარდიომიოპათია,უმეტესად , გულის კუნთში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური დარღვევების გამოა. ეს კი ელექტრონული ტიპის კვლევაზე არ ჩანს. ეს ბიოქომიური ანალიზებიდან შეიტყობა. ამ დარღვევების უკან, სხვა უფრო დიდი დაავადება იმალება. რომელიც თუ ჯერ არ გამოვლენილა, მალე აუცილებლად გამოიკვეთება. ისიც ეყოფა ამ ქვეყანას, რომ ვირუსების დროს, ბავშვებში მეტად, უამრავი მიოკარდიტია გაპარული დაუფიქსირებლად და უმკურნალოდ. იოდის ენდემიერი კერა რომ გახდა ჩვენი ქვეყანა, მას დახვდა უამრავი კარდიომიოპათის ფონი რიცხობრივად. დაზიანებული ფარისებრი ჯირკვლის შხამები ყველაზე არჩევითად გულს ანიჭებენ უპირატესობას .ამ ქვეყნის მოსახლეობას, ყველაზე მეტად გაუჭირდა ენდემიური გარემოს ფონი. ფონად გამოფიტულმა გულებმა უფრო იყვირეს ფარისებრის პრობლემების დროს. ტაქიკარდიის საწინააღმდეგო საშუალებების კოლოსალური რიცხვი იყიდება აფთიაქებში. ამიტომ გულის სიჩქარით შეწუხებულ ადამიანებში, კარდიომოიპათიის ხარისხი ზუსტად უნდა დადგინდეს . ასევე გაქრონიკულებულ შემთხვევებში ვეგენერიც გამოირიცხოს. რადგან, ეს მისი საყვარელი დამახასიათებელი სიმპტომია .პულსის სიჩქარე არ გაატაროთ. ეს ტვინის ენაა და პრობლემას გამცნობს. რთულ ვეგენერს ახასაითებს———-ადვილად დაღლა, ღამე ოფლი. მისი წამყვანი სინდრომი ართრიტია. სახსრებზე ძალიან ვრცელ სატატიაში, სახსრის ყველა დაავადება განვიხილე. სახსრის უამრავი დაავადებებიდან, მხოლოდ სულ რამდენიმეა პირველადი . დანარჩენი, რომელიმე ფონური, მძიმე დაავადების გამოა. სახსრები იმიტომ ვერ რჩება, რომ ფონური დაავადების მკურნალობა არ ხდება. სახსრის ნებისმიერი პრობლემის დროს პაციენტში ,ასევე ფილტვის და თირკმლის, უპირველესად, ვეგენერზე ვფიქრობ და ვაკვირდები ქრონიკულად, ატიპურად არ მიდიოდეს. თუ რინიტი გაქვთ , ფილტვის პრობლემასთან და თირკმლის დაავადებასთან ერთად, აუცილებლად ვეგენერი გამორიცხეთ. თირკმელი, ძალიან იშვიათი გამოვლინებების გარდა, თითქმის, არასოდეს არ ყვირის. დღეს დიალიზზე, უამრავი გაოცებული ადამიანია, რომლებსაც ათეული წლებია აწუხებთ თირკმლები და არც იციან. პაციენტი გაჩვენებს დიდი ხ ნის მომატებული კრეატინინის ანალიზებს და აბსოლუტურად არ არის ინფორმირებული, რა საშიშროების წინაშე დგას. ამიტომაცაა, კიბომდე მისულები და მძიმე დ დაავადებულები ე რთი კურსით რომ ითხოვენ ბოლომდე მორჩენას. კრეატინინის მომატება, სისხლში უდიდესი სიგნალია . ვეგენერის ფონიც რომ არ იყოს, ის თირკმლის უკმარისობის მარკერია. სამედიცინო ნიჰილიზმი ამ დროს დამღუპველია. თანამედროვე მძიმე დაავადებები, მანდამაინც არ გამოირჩევიან— დაუძლურებამდე მისული, იძულებითი მწოლიარე რეჟიმით. ადამიანები ბევრს შრომობენ, ასეთი მძიმე დაავადებების ფონზე. ბევრჯერ მიბრძოლია ქარის წისქვილებთან , როცა ქრონიკული რინიტი და ფილტვის დაზიანება იყო და ვეგენერში რომ დარწმუნებულიყვნენ. ვეგენერი იმიტომაა ვერაგი და შემპარავი, რომ მისი ბევრი გამოხატულება ხან მედიცინაშიც და მითუმეტეს მოსახლეობაში ძალიან მარტივად აღიქმება. უკიდურესად მარტივად და სწორედ ეს არის გართულებების სოციალური ფონი. მედიცინის არც ერთ რგოლს არ უნდა გამოეპაროს და ვეგენერზე დაფიქრდნენ ————–ყველა, სახსრის პრობლემის დროს, ასევე——- მძიმე ფილტვების ანთების, ქრონიკული გულის სიჩქარის, თვალის ანთებების , თირკმლის ყველა პრობლემის და რაც მთავარია———– ზემო სასუნთი გზების გაღიზიანებების დროს. რინიტები, სინუსიტები, ცხვირის ნიჟარების პრობლემა, ტრაქეიტები, ხმის ჩახლეჩა და საერთოდ, რაც გაციების დროს უფრო მეტად რთულება, ყველას უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამიტომაა გაციების მეცნიერულად გააზრება , ჯერ ბოლმდე რომ მიუყვანელია მსოფლიო მედიცინაში. პრიმიტიული, უსახური დახმარება, ყელის აეროზოლების ტოქსინურ დონემდე მოხმარება და ბევრი ასეთი შეცდომები, ადამიანებს , მით უმეტეს ,პატარა ბავშვებს აზიანებს. მაგრამ, მთავარი ამ დროს ის არის, რომ ექიმის აზროვნება იმ დონის უნდა იყოს, რომ ამ სიმპტომებით, რომლებიც გაციებას ახლავს———-აუცილებლად უნდა გამოიცნოს —————-ლოკალურია ეს სიმპტომი თუ მომავალი მძიმე დაავადების მანიშნებელია და დროზე უშველოს მთელს ორგანიზმს.
შონლაინ-ჰენოხის დაავადება.
ის უფრო პედიატრიულ კონტიგენტშია. ლორწოვან გარსებში სიხლჩაქცევებია. ამ დროს სახსრები, კუჭ-ნაწლავი და უწვრილესი სისხლძარღვებია დაზიანებული. სამედიცინო შეცდომაა, როცა მარტო კუჭის გამოვლინებით მიდის და იზოლირებული კუჭის წყლული ჰგონიათ . იზოლირებული კუჭის წყლული არ არსებობს. ის ყოველთვის სხვა დაავადების ფონზეა. ყველა ასაკში კუჭის წყლულის დროს ეს დაავადება ანუ ჰემორაგიული ვასკულიტი უნდა გამოირიცხოს. როცა კუჭის პერფორაციაა, ჭრილობის მექანიკური აღდგენით არ მთავრდება პრობლემა და მთელი ცხოვრება აზიანებს ადამიანს, თუ სისხლძარღვებზე შესაბამისი მკურნალობები არ მოხდა. საერთოდ, ნებისმიერი სისხლმდენი ორგანოს დროს, სისხლდენის, თუნდაც ერთი, არატრავმული პრეცენდენტის დროს ეს დაავადება უნდა გამორიცხოს. ფონად ეს დაავადება, რომელიც უამრავ ადამიანს აქვს, კუბოს პირზე სიარულს ნიშნავს. ამ მდგომარეობის გამოსწორება კი რეალურად შესაძლებელია. ასეთ გამოფიტვამდეც რომ არ იყოს მისული სისხლძარღვები და უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მათი გაძლიერების კონტროლი ნებისმიერი დაავადების დროს და პროფილაქტიკურად სულ უნდა მიმდინარეობდეს. თუ პირველადი ჯანდაცვა რეალურად იმუშავებს ადამიანების პროფილაქტიკაზე, ხალხს აღარ ექნებათ სუსტი სისხლძარღვები და არ იქნება ამდენი მძიმე დაავადებები. ნებისმიერი დაავადების მთავარი ფონი——— დაუძლურებული, გადაგვარებული, გამოფიტული სისხლძარღვები , კაპილარები და არტერიებია. მათ სიმტკიცეზე დგას ადამიანის სიცოცხლე.
მაობლიტერირებული თრომბანგიიტი
უფრო ემართებათ დიდი ხნის სიგარეტის მწეველებს. თუმცა არამწეველებშიცაა. თრომბწარმოქმნა გახშირებულია. იმდენს აქვს ,წარმოდგენაც არა აქვთ. რომელიმე რადიოლოგიურ კვლევაზე სისხლძარღვის ან არტერიის ფიბროზს თუ ნახავენ, ეს მისი გართულებული სტადიაა. სწორედ ასეთ დროს არ უნდა დაინიშნოს , დიდი ხნით და სისხლის გამათხიერებლები. ამ დროს სისხლძარღვის კედელი უკიდურესად გაფაშრებული და დაშლამდეა მისული. მკურნალობის მთავარი სტრატეგია უნდა იყოს სისხლძარღვებზე მკურნალობა.
გუდპასჩერის სინდრომი
ამ დროს, ორი ტიპის სისხლძარღვების ვასკულიტი უტევს ადამიანს–თირკმლების და გულსისხლძარღვთა სისტემის მცირე წრის. ეს სინდრომი უფრო ხშირია მაშინ, თუ ადამიანი, ქვედა ანუ დიასტოლური წნევის პერიოდული სიმაღლით გამოირჩევა. ამ სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე, თავის რეალურ მდგომარეობაში გაურკვეველი ადამიანები თავისუფლად დადიან. აქვთ რაღაც ჩივილები. ხშირად მკურნალობენ სულ სხვა , ნაკლებად საშიშ დაავადებებზე. საერთოდ, ნებისმიერი ტიპის ვასკულიტი არასოდეს არ დაიწყება თუ იმუნიტეტი მაღალია. ეს ვარიანტები საშუალო ან დაბალი იმუნიტეტის ფონზე მიმდინარეობენ. თუ რაღაც დროში იმუნიტეტი, უფრო დაბალ კლინიკურ ნიშნულს მიაღწევს, ეს დაავადებები გამწვავდებიან ან სიცოცხლისთვის ს აშიში მდგომარეობა დადგება. .თუ ასეთი ფორმების დროს ვერ მოხდა მისი გამოცნობა, შეიძლება, მაგალითად, ფილტვებში ანთებით გამოიხატოს და ის ადამიანმა ვეღარ გადაიტანოს. ასე მოხდა კოვიდის დროს. ვინც ქრონიკულად ამ სინდრომს ატარებდა, კოვიდის დროს მათ აღენიშნათ, ამ სინდრომის დამახასიათებელი, ჰემორაგიული ანუ სისხლმდენი ფილტვების ანთება და მოხდა გარდაცვალებები. რადგან , ასეთი დეგრადირებული სისხლძარღვების ფონზე მწვავედ განვითარებული ა ციდოზის კუპირება ვერ მოხერხდა. ამ მდგომარეობას ტერმინალურ სტადიაში, ყოველთვის თან ახლავს -გლომერულონეფრიტის სინდრომი ——შეშუპებით. ასევე, თირკმლის და ფილტვის უკმარისობით. საერთოდ, არავინ არ გარდაიცვლება და ყველა, ნებისმიერ დაავადებას გაუძლებს, თუ ვასკულიტურად მოშლილი სისხლძარღვები არა აქვს. ტერმინალურ, სასიკვდილო ვითარებაში, ადამიანს ღალატობს, არა გულის ან ფილტვის ან ღვიძლის ქსოვილი ტოტალურად, არამედ მათი, ბოლომდე დაუძლურებული, დრეკადობადაკარგული, კედლის გახეთქვამდე მისული სისხლძარღვოვანი ქსელი. ვინც ოდესმე მძიმე მდგომარეობა გადაიტანა, ამას მხოლოდ სისხლძარღვების ბოლო რესურსით გაუძლო. ბევრჯერ დეტალურად ავხსენი, კოვიდით სიკვდილის დროს ანუ ფილტვის და თირკმლის უკმარისობით სიკვდილის დროს რა მექანიზმებია. მხოლოდ ერთ დეტალს გაგახსენებთ————- მდგომარეობის გართულებამ, შეუქცევადი პროცესის განვითარებაზე და სიკვდილზე ხელი მაშინ მოაწერა, როცა მინერალების და მიკროელემენტების ბალანსირებული ტრანზიტი დაირღვა, სისხლძარღვის კედლის ბოლომდე გაფაშრების გამო . თუნდაც ერთი მინერალის ან ვიტამინის ძლიერი მეტობა ან ნაკლებობა , სისხლძარღვის განვლადობას ლაბილურს ხდის და სრუქტურულად აფაშრებს. .განვლადობადარღვეული სისხლძარღვი ვეღარ აკავებს ქსოვილისკენ მავნე შლაკებს და ტოქსინებს. ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები, სადაც გარე სამყაროდან ჩაწერილია ადამიანის სიცოცხლის მთელი გზა ———- დაბადებიდან ხანგრძლივ არსებობამდე————ვიტამინების და მინერალებისგან შემდგარი ბიოქიმური რეაქციების მწკვრივებით არიან წარმოდგენილი. ადამიანის სასიცოცხლო გზა მოკლდება , მხოლოდ ამინომჟავური შემადგენლობის დეზორგანიზაციით. ეს კი ხდება მინერალური და ვიტამინური ფონის მოშლის გამო. ერთ სტატიაში ვრცლად და დეტალურად წარმოვადგინე, თუ როგორ ხდება მინერალური დისბალანსის გამო, ტერმინალურ მდგომარეობაში სისხლძარღვის კედლის სიმტკიცის ჩამოშლა და შედეგად დგება სიკვდილი.
ბეხჩეტის სინდრომი.
მასზე ადრე ძალიან დეტალურად ვისაუბრე და ადამიანები გავაფრთხილე. დიდი ხანია, ამას ხშირად ვიმეორებ————ძალიან საყურადღებოა ბავშვები, რომლებსაც სტომატიტი გაუმეორდათ. რით გამოიხატება ჩვენში სტომატიტის მკურნალობა? უკეთეს შემთხვევაში, აქტიური დედა ბავშვს სტომატოლოგთან მიიყვანს და ჟანგბადოვანი მეთოდით დაუმუშავებენ. სხვა შემთხვევაში, დედა აფთიაქში სტომატიტის საწინააღმდეგიო სითხეს ყიდულობს და პირის ღრუს , უმეტეს შემთხვეავში ,არასწორად დაუმუშავებს. ზრდასრულობაში სიკვდილსაშიში ბევრი მდგომარეობა იწყება, ბავშვობის ასაკში არასწორად მართული სტომატიტით პედიატრის მიერ. სტომატიტი , რომელიც მარტო ინფექცია ჰგონიათ , არის ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების და კაპილარების ჰემორაგიული ანთება. ჰემორაგიის დროს სისხლძარღვის ჭრილობაა ფაქტიურად და ამიტომ შედის ადვილად ინფექცია. სწორი მკურნალობის გარეშე, ეს ვითარება ადამიანს ზრდასრულ ასაკში დაუხვდება ან ნეფრიტად ან მაღალ წნევად ან თირკმლის დიდ პრობლმად ან სიმსივნურ მდგომარეობად . გახსოვდეთ————-უმძიმესი დაავადების—– ბეხჩეტის მთავარი სიმპტომია, ბავშვობიდან განვითარებული სტომატიტის შემთხვევები. ასევე, ბეხჩეტის მთავარი სიმპტომებია———კაცის სასქესო ორგანოზე, ასევე სათესლე პარკზე, ხოლო ,ქალის საშვილოსნოს შიგ და გარე მიდამოზე წყლული. ამ დაავადებას ასევე ახასიათებს თვალის ანთებებიც. რომლის მკურნალობა არ უნდა შემოფარგლოს მხოლოდ წვეთებით და ანტიბიოტიკით. თუ ქალს საშვილოსნოს წყლული აქვს, ის უპირველესად, გინეკოლოგთან კი არ უნდა წავიდეს , არამედ ზოგად თერაპევტთან. ახალგაზრდა ქალი წყლულის, გინეკოლოგის მიერ დამუშავებით, თავს გაიტანს და სიცოცხლეს გაათრევს, თუნდაც 20 წელი. მაგრამ, მას ელოდება ვასკულიტური პრობლემები ან მისი დაავადებები.
მეორეული ვასკულიტი
ეს ნიშნავს, როცა ვასკულიტი გამოიკვეთება სხვა დაავადებების დროს. მაგალითად———-მენინგიტის, სეფსისის, ქუნთრუშას, ფსორიაზის და სხვა. თანამედროვე მსოფლიო მედიცინა, ვასკულიტურ გამოკვეთილ დაავადებებს ,კიბოს სიგნალად თვლის. დაზიანებული ორგანოს ამოკვეთის შემდეგ მისი სიმპტომები მკვეთრად ნელდება.
შევაჯამებ ამ ყველაფერს მეტი გაგებისთვის ————არ გაატაროდ უყურადღებოდ კანზე გამონაყარი და ნუ ჩათვლით ყველას——– იზოლირებულ ალერგიათ . არ არსებობს, თუნდაც უმცირესი ალერგიული გამონაყარი, მის უკან ფონური დაავადების გარეშე. დაადგინეთ რატომ გაქვთ, თუნდაც პერიოდული სისუსტე. დაადგინეთ პერიოდული სუბფებრილური ტემპერატურის ს მიზეზი. ამაზე, ხშირად ნევროზის დიაგნოზი ისმევა. ამ შემთხვევაში, ამ დასკვნის დროს, არა მარტო უცოდინარობასთან, ასევე არამყარ მენტალობასთან გვაქვს საქმე. აქ დავდე 50 დაავადების ჩამონათვალი, რომლების ფონზეაა , სტატისტიკურად ყველაზე ხშირად—სუბფებრილური ტემპერატურა. ზოგადად კი 500 მდე დაავადების ჩამონათვალია მსოფლიო მედიცინაში, ამ პრობლემის მიზეზებში. ერთი ხშირი მიზეზი, რომელიც ყველა მიზეზობრივ ფაქტორს თან ახლავს გახანგრძლივებული ტემპერატურების დროს——სისხლძარღვების ვასკულიტია. უფრო მეტიც, ყველა, ქრონიკული სიცხით მიმდინარე დაავადების ფონია , სისხლძარღვების ვასკულარული გადაგვარება ან კონკრეტული, ზემოდ განხი ლული დაავადება.
არ გაატაროთ—–კუნთების ტკივილი, ნევრიტები, ნევრალგიები—-ისინი სისხლძარღვების ვასკულიტის ფონით მიდიან. სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა და სისხლძარღვების დრეკადობის აღდგენა, კანზე თუნდაც მცირე ჩაქცევას, რომელიც ტრავმისშემდგომი არ არის. ხოლო ტრავმები, დაჟეჟილობები ვასკულიტურად გადაგვარებულ სისხლძარღვებამდე მივა, თუ დაჟეჟილობა არ აალაგეთ ბოლომდე.
გაწუხებთ გული ან ჭარბი ქოლესტერინი, გაქვთ თრომბოზისკენ მიდრეკილება, ხართ რადიოლოგიურ გამოკვლევაზე. გამოჩნდა ან გასქელებული სისხლძარღვი ან არტერია ან შევიწროებული ან ფორმადაკარგული. ასეთი შემთხვევა უამრავია . პირადად ჩემთვის ,მკურნალობის დროს, ეს არის პაციენტის შეფასების მთავარი ორიენტირი. მაგრამ, დეფორმირებულ არტერიას და სისხლძარღვს , რომელიც მთავარი სიგნალია ყველა კრიტიკული სამედიცინო პრობლემის, სამწუხაროდ ხშირად სულ არ ექცევა ყურადღება. აქცენტი მარტო თრომბზე და ქოლესტერინის სიჭარბეზე ნუ გექნებათ, რომელიც ისედაც ყველა ვასკულიტური სისხლძარღვის თანხლებია და სწორედ იმიტომ წარმოიქმნენ, რომ არტერიამ და სისხლძარღვმა ფორმა და დრეკადობა დაკარგა. ეს ფორმის შეცვლა, რაც ჩანს და რაზეც ბევრს რეაქცია არა აქვს , მიუხედავად ბრწყინვალე რადიოლოგიური დასკვნისა ———-არის ვასკულიტურად განადგურებული არტერიები და სისხლძარღვები. ამ ფონზე არსოდეს არ მორჩება არც თრომბი და არც ჭარბი ქოლესტერინი , თუ ფონად ვასკულიტური სისხლძარღვის და არტერიების კედლის კუნთოვანი შრეების, დარღვეული ბიოქიმური და ფიზიოლოგიური პროცესები არ აღვადგინეთ. დრეკადობა თუ არ გავაძლიერეთ. გაიგეთ——– არტერია რომ ფორმას, მცირედ მაინც იცვლის, მასში ფიზიოლოგიური და ბიოქიმური რეაქციები დარღვევით წარიმართება . რის შედეგადაც მიიღება ორგანიზმის დაავადებები და თუნდაც ჭარბი ქოლესტერინი ამის შედეგია. ნებისმიერ ტექნიკურ აპარატურაში, მავთული რომ ფორმიდან გადაიხაროს, ის მწყობრიდან გამოვა. ადამიანის უამრავი სისტემა, მათ შორის კუნთოვანი, ნერვული, მთლიანადაა დაყრდნობილი მილიონობით სისხლძარღვით შეკრულ ქსელზე და მისგან მომდინარე სიგნალებზე, რასაც ისინი ნეიროტრანსმიტერების საშუალებით სამყაროდან იღებენ. თავის ტვინის, თუნდაც, პატარა, რამდენიმემილიმეტრიან მონაკვეთში არტერიის ფორმის უმცირესი შეცვლა რომ გამოიხატოს, ეს თავდაყირა დააყენებს ადამიანის ბიოქიმიას და ფიზოლოგიას. ამის შედეგი იქნება უამრავი დაავადებები, ასევე ტინიტუსი, თავბრუხვევა, წნევის მოულოდნელი ცვლილება, გულის დიდი პრობლემები და სხვა ორგანოების ბევრი დისკომფორტი. ჯანსაღი სისხლით ცოცხლობს ადამიანი. მაგრამ, როცა სისხლი არაკომფორტულ გარემოში მოხვდება, მაგალითად, თუნდაც მცირედ ფორმაშეცვლილ არტერიაში ან სისხლძრღვში, ის უკიდურესი დისკომფორტების და სასიკვდილო აგრესიების შემქმნელი ხდება. თავის ტვინის არეალში——– დეგრადირებული ფორმის არტერიაში გამავალი და ამის გამო, სტრუქტურულად და ფიზიოლოგიურად შელახული , სიცოცხლესთან ადექვატურ რითმდაკარგული, დაზიანებული სისხლის ქსოვილია სწორედ მიზეზი———–თავბრუხვევების, ტინიტუსის ანუ ყურებში ხმაურის, ტაქიკარდიების, გულის შეტევების, წნევის მაღალი ციფრების, უამრავი დისკომფორტის და შაკიკის შეტევის პროვოცირებისაც. უამრავჯერ მითქვამს———არასოდეს ჩაწვება არც შლაკი, არც თრომბი არც მუტანტური უჯრედები და არც სხვა მავნე ნივთიერებების გროვები, თუ არტერია და სისხლძარღვი არ იქნება ვასკულიტურად დასუსტებული და ამის გამო ფორმადაკარგული. ჯანმრთელ, დრეკად, საღი ანატომიური სტრუქტურის სისხლძარღვში და არტერიაში თრომბი არასოდეს დაიბუდებს. ვასკულიტურად გადაგვარებულ და შედეგად ანატომიურად ფორმაშეცვლილ, არტერიასა და ვენაში დაგროვილი შლაკების და თრომბული მასების შედეგი, ჭარბი ქოლესტერინია. ჯანსაღ არტერიებში და სისხლძრღვებში ეს არ მოხდება. რადიოლოგიური გამოკვლევის დასკვნის შედეგად გამოკვეთილი, არტერიის და ვენის თითოეული მონაკვეთის ფიზიკური დეფექტი, რაც ბუნებრივად შეიცავს ბიოქიმიურ ,პათოლოგიურ გადახრებს, პირდაპირაა დაკავშირებული გამოვლენილ და გამოუვლინებელ დიდ პრობლემებთან და ზუსტად აისახება ჩივილებზე. ამაზეა დამყარებული ადამიანების ცხოვრების დისკომფორტები. ტინიტუსი—–ანატომიურად და ბიოქიმიურად ბოლომდე დეგრადირებული არტერიების, ვენების და სისხლძარღვების ღრჭიალის ხმაა .ის მაშინ უფრო ძლიერდება, როცა მეტი მიკროთრომბი დაცურავს თავის ქალაში. თუ ჯანმრთელი სისხლის სინქრონული დინებაა , ჯანსაღ არტერიაში და სისხლძარღვში , ადამიანი თავს ფიზიკურად და სულიერად კომფორტულად გრძნობს და ჯანმრთელობა კარგია. უცებ ცუდად გახდით—————–უსამოვნო შეგრძნებებია, მიუხედავად იმისა, წნევა ძალიან მაღალი არ არის; თავი აგტკივდათ, თავბრუხვევაა, გულის აჩქარებაა, შეიძლება გულის ტკივილიც იყოს, სუსტად ხართ . მსგავსი ჩივილების სწრაფად განვითარების შემთხვევაში რა ხდება?————————–ამ დროს თქვენს ,თუნდაც , პაწაწინა ადგილზე ფორმაშეცვლილ არტერიაში, ზუსტად იმ დეგრადირებულ მონაკვეთში, იმაზე უფრო დიდმა თრომბულმა მასამ გაიარა ან გაჩერდა, რაც წინა პერიოდში მიედინებოდა. ეს მაქსიმალიური დისკომფორტი , რაც თქვენს თავს ხდება ამ მომენტში, სწორედ ამ პატარა ფიზიკური დეფექტის გამოა. ბუნებრივია დაახლოებით წარმოიდგენთ, ამ მომენტის განმავლობაში, რა რთული ბიოქიმური, ათასობით რეაქციები კრიტიკული დარღვევებით მიდიან. ბიოქიმიური დეტალების და მექანიზმების განხილვის გარეშე, ეს მომენტი ზუსტად შეიძლება შევადაროთ ინსულტს . ოღონდ მაშინ, უფრო პატარა და დეფორმულ სისხლძარღვში, მოდიდო თრომბის მასა ეჩხირება და თუ ხეთქავს სისხლძარღვის კედელს ეს ჰემორაგიული ინსულტია უფრო მძიმე. ხოლო თუ ეჩხირება და რჩება, იშემიას ქმნის და იშემიური ინსულტი ვითარდება. ყველა დისკომფორტს, წნევის აწევას, თავის ტკივილს, გულის ტკივილს, შაკიკის შეტევას, ტაქიკარდიას და ბევრ სხვა ჩივილს ეს მექანიზმი აქვს, შესაბამისი დონის გამოხატულებით. გარანტირებული სიცოცხლე იმას ექნება, ვინც სისხლძარღვებს გაიჯანსაღებს. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ არტერიების და ვენების შიგა სტრუქტურების გაჯანსაღებაზე და განმტკიცებაზე .სხვა შემთხვევაში ჯანმრთელობა არ იქნება. ემერტეს პასუხიც რომ არ გვქონდეს, ყოველი დეფექტი სისხლძარღვის და არტერიის, შესაბამისი ჩივილით, მაინც გვატყობინებს თავს. ა მიტომ, დანიშნულების შედგენისას, ექიმს რამდენიმე სასიცოცხლო ამოცანა უნდა ჰქონდეს. იმუნოსტიმულაციის ფონის გარდა , მეორე ამოცანა ყოველთვის—– სისხლძარღვების და არტერიების გაძლიერებისთვის დანიშნული, შესაბამისი მედიკამენტი უნდა იყოს. ვასკულიტი, ყოველთვის თან ახლავს ფონად, ბე და ცე ჰეპატიტებს. ზოგი ამბობს ელიმინაციის პროგრამა გავიარე და ცე ჰეპატიტი აღ არ მაქვსო. აღარ არის ვირუსის აქტივაცია. მაგრამ, მისგან დარჩენილ პრობლემას მთელი სიცოცხლე უნდა გამოსწორება. სიცოცხლისათვის ბრძოლა და მთავარი მკურნალობა, ღვიძლის ბოლომდე გადარჩენის აქცენტით, სწორედ ელიმინაციის პროგრამის შემდეგ იწყება.
სახსრის ნებისმიერი დაავადება , მითუმეტეს რევმატიული, ვასკულიტის მძიმე ფონით მიდის. საერთოდ ნებისმიერი მძიმე ან საშუალო სიმძიმის დაავადება ვასკულიტის ფონით მიდის .პერიოდული, თუნდაც მცირე თავის ტკივილი, იმიტომ არის, რომ ღვიძლსა და თავის ტვინის სისხლძრღვებში ვასკულიტი მიდის .თავის პერიოდული ტკივილის დროს, ვასკულიტისგან თავის ტვინის სისხლძარღვები უკვე დაზიანებულია.
განგაში გამოაცხადეთ ღამის ოფლიანობაზე. ფეხების ვენების ანთებას ნუ მოაქცევთ, მხოლოდ, ზოგადად, თრომბის მისტიკაში. ეს სისხლძრღვების ვასკულიტის ყველაზ ე ხშირი სახეა. განგრენის პირველი ეტაპი, ძალიან გახანგრძლივებული და უმკურნალო ვასკულიტია. თუ მგრძნობელობის დაქვეითება გაქვთ, თუნდაც ერთ პატარა თითში ხელზე ან ფეხზე, ჩაირჭვეთ ამ თითში ფრჩხილი და დააკვირდით , სხვა თითებთან შედარებით ნაკლებად თუ გეტკინათ. თუ ასე, მაშინ მგრძნობელობა დაქვეთებულია, არა მარტო ამ ადგილზე ,არამედ ტვინის იმ უბანში, რომელიც ამ ადგილს აინერვირებს. ეს , თითოს პატარა, მაგრამ დიდი პრობლემაა. ეს არის———-კრიოგლობულინემია. ამ დროს სისხლძაღვებში თანდათან, მკვლელი , პათოლოგიური ცილები მრავლდება . ეს ყოველთვის ახასაითებს ცე და ბე ჰეპატიტებს . ასევე, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის იზოლირებულ პრობლემებს.
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, ალერგიული ტიპის სურდოს გამეორებას, ქრონიკულ რინიტებს, კუნთების ტკივილს, დაბუჟებას, ალერგიულ გამონაყარს ——-ნუ გააპრიმიტიულებთ. ეს ბუნებიდან , თქვენი სიცოცხლის გადარჩენისთვის გამაფრთხილებელი სიგნალებია. ამ სიმპტომოკომპლექსიდან თუნდაც ერთის გამოხატულება უკვე ——- ვასკულიტია. ხოლო ერთობლივად გამოხატული , ეს არის ——–პოლიანგიიტს პლიუს ეოზინოფილური გრანულომატოზი ანუ ჩარგ——-სტრაურის სინდრომი.
როცა საფეთქლის არტერიის ანთებაა ანუ მიდის რაც უკვე დავახასიათე——– გიგანტურუჯრედული არტერიიტი, ამ დროს თავის პერიოდული, საშუალო ინტენსივობის ტკივილია. გაციების დროს კი ყბის ტკივილიც ემატება . საფეთქლის ან საფეთქლის ახლო მიდამოს სისხლძარღვის ფეთქვის შეგრძნება, უდიდესი სიგნალია, რომ დიდი პრობლემაა თავის ტვინ ში სისხლის მიმოქცევის მოშლის. ბევრ ადამიანს ინსულტი რომ ემართებათ, მანამ არც პროფილაქტიკა აქვთ ჩანატარები და არც მკურნალობა. სამწუხაროდ, ხან მათი მდგომარეობის შეფასება ვერ მოხდა აკადემიურად. თავადაც , ჩივილის მცირე გამოხატულება, მართლაც მცირე პრობლემა ჰ გონიათ. პირველადმა ჯანდაცვამ ისეთი რეალური, ხალხისთვის შედეგიანი პროგრამები უნდა განახორციელოს, სადაც სისხლძარღვების და არტერიების ———პათოლოგიების გამოვლინება ,მკურნალობა და რეაბილიტაციის მიღწევა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პროფილაქტიკის ეს მიდგომა, პირდაპირ გადის ადამიანების სასიცოცხლო შედგებზე. თუ ვინმე რამეში ფულს ჩადებს, ეს უპირველესად გამოყენებული უნდა იყოს, ადამიანებისათვის ჯანმრთელობის გასამტკიცებლად. ეს უნდა იყოს მასიური და ყველასთვის ადვილად მიღწევადი. მთავარი, სასიცოცხლო აქცენტები , უნდა გადმოვიდეს პირველ რიგში.
მხედველობის ყველა პრობლემა ბინდის გადაფარებიდან დაბრმავების ჩათვლით ვასულიტია სისხლძარღვების.
კისრის და წელის კუნთების პერიოდულ ტკივილს , ნუ ჩასვამთ მხოლოდ ოსტეოქონდროზში. ეს ვასკულიტია. ოსტეოქონდროზი ვასკულიტის გარეშე არ არსებობს.
ცხვირიდან ნებისმიერი სისხლდენის დროს უმძიმესი დაავადება—— ვეგენერი გამორიცხეთ. ყველა დაავადება არ ყვირის. სიცოცხლეს დროებით, გენეტიკური იმუნიტეტი თუ შემოგანახინებს, ეს პრობლემა შემდეგში მაინც იჩენს თავს აუცილებლად.
ზემო სასუნთქი სისტემის ყველა პრობლემა, რომელიც საშიშად არ მიგაჩნიათ და მარტო დაფრთხებით ფილტვის მდგომარეობის გაუარესებაზე——-ვასკულარული სისხლძარღვების გამო ა დ ა ა უცილებლად ფილტვის დაზიანებამდე მივა .ამიტომ არის, რომ მსოფლიო მედიცინამ , ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაარკვია————-ზუსტად რა არის მწვავე რესპირაციული დაავადება ანუ გაციება. ძალიან ხშირად ვიმეორებ———-მოუვლელი გაციება დიდი ტრამპლინია სისხლძარღვების დასაზიანებლად.
პედიატრიულ ასაკში თვალის ანთების დროს,თვალის წვეთებს ნუ დაეყრდნობით. თუ ტემპერატურა და გამონაყარიცაა, მძიმე დაავადება კავასაკი გამორიცხეთ. ამ ეტაპზე, შეიძლება ბავშვის ორგანიზმმა მკრთალად გაატაროს, მაგრამ აუცილებლად დაუხვდება წინ მ ომავალში .
ტაკაიასუს არტერიიტი———-აორტის საშუალო დეფექტი ჩანს გადაღებაზე, რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს, მიუხედავად რადიოლოგის დასკვნაში გამოტანილი ტექსტისა. ამ დროს მგრძნობელობის მცირე დაქვეითებაა, წნევა პერიოდულად მაღალია, თავის პერიოდული ტკივილი და მხედველობის მცირე დაბინდვაა ხან . ეს , სისხლძარღვების მძიმე , სიცოცხლისათვის საშიში ვასკულარული დაავადებაა. მძიმე, სიცოცხლის წლების ძალიან შემზღუდავი დაავადებები, არ გამოირჩევიან, განსაკუთრებით მყვირალა ჩივილებით. ადამიანებს ჰ გონიათ, რომ მცირე დისკომფორტი აქვთ ცხოვრებისეული. მეტი ყურადღებით და პედანტურობით რომ ვიყოთ , პაციენტების სისხლძარღვების და არტერიების პრობლემების მიმართ, ადამიანები ბევრად მეტს იცოცხლებდნენ.
თრომბი არ არსებობს ვასკულიტის ფონის გარეშე. რადგან, თრომბს, სისხლის რეოლოგიური მექანიზმების მოშლის გარდა, საბოლოოდ , სწორედ სისხლძარღვის დაზიანებული კედელი ქმნის. თრომბის რეალური მკურნალობა, ვასკულიტისგან დაზიანებული სისხლძარღვის მკურნალობით იწყება.
ინფარქტი, ინსულტი, ანევრიზმა -ვასკულიტური სისხლძარღვის შედეგებია. მხედველობის დაქვეითება ტვინის სისხლძარღვების ვასკულიტია. მძიმე ფილტვების ანთება, ყოველთვის, ფილტვის სიხლძარღვების ვასკულიტის ფონზეა. თუ პერიოდულად ცე რეაქციული ცილა მაღლდება, ეს სისხლძარღვების მძიმე ვასკულიტის გამოხატულებაა. ძალიან ხშირია მოსახლეობაში ამ ცილის მომატება, მაგრამ რით ეხმარებით ამ დროს სისხლძარღვებს? მედიცინის ჩამორჩენილობაა, როცა მძიმე დაავადებების მკურნალობის შემდეგ არ მოხდება სისხლძარღვების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური შემადგენლობების აღდგენა და კვლავ კორტიკოსტეროიდები და ციტოსტატიკები გაგრძელდება . რომლებიც, მხოლოდ მწვავე პერიოდში უნდა გამოვიყენოთ. ეს ადამიანის გაწირვაა, სიცოცხლის დროებით გათრევისთვის. სისხლძარღვს იმიტომ უჭირს, რომ მისი ბიოქიმიური შემადგენლობა და რეაქციები დარღვეულია და ბევრი ფიზიოლოგიური ნაკლოვანებები აქვს. ამ პრობლემის აღდგენას დიდი დრო სჭირდება. მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში გამოსწორებადია თანდათან. ეს ცისტიტი არ არის, ერთ კვირაში რომ მორჩეს. ადამიანის , ფაქტიურად, ხელახალი გადაწყობა ხდება ჯანმრთელ სისტემაზე. საჭიროა———-ამინომჟავების, ცილების , მინერალების კონტროლი და ცვლების აღდგენა .დადებითი ემოციების დაგროვება; სპორტული მობილურობა; სუფთა ჰაერი; ნატურალური კვება.
გახსოვდეთ————- ნებისმიერი ალერგიული რეაქცია, ნებისმიერი ალერგია სისხლძრღვების ვასკულიტის სახეა. ან ვასკულიტური დაავადების სინდრომია ალერგია ან ვასკულიტურადაა გადაგვარებული სისხლძარღვები. ქრონიკული დიარეის დროს, თუ სისხლი გამოჩნდა ვასკულიტის სტანდარტული, მძიმე დაავადებების სახეები გამორიცხეთ. ქრონიკული რინიტის, სინუსიტის და შუა ყურის ანთების დროს ვასკულიტი გამორიცხეთ. ამიტომ ვეძახით მედიცინაში , ქრონიკულ ყურის ანთებას ,იმუნიტეტის მძლავრად დამთრგუნველს. ქრონიკული ოტიტი და ალერგიის გამოხატულება ერთმანეთს რომ შეერწყმება, იმუნიტეტი ძალიან დათგუნულია და ექიმის ბრძოლაა საჭირო მძიმე ვასკულიტური დაავადების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად. თუ ვეგენერის ფონია, ესენი რაც ახლა ვახსენე, ორგანიზმის ძალიან დამზიანებლებია ანუ რინიტი, სინუსიტი და ოტიტი.
ასთმის გართულებისას ,მხოლოდ ვასკულიტის მიზეზით მოგუდულა და გარდაცვლილა ადამიანები. ვასკულიტის გააზრების გარეშე პრიმიტიულობაა ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. ამიტომ ვსაუბრობ ხშირად კა 2 ვიტამინზე, როგორც ვასკულიტის ერთ-ერთ დამხმარეზე, სხვა ბევრ საშუალებებთან ერთად. არტერიების და სისხლძარღვების გადრეკადების და გაჯანსაღების მეთოდებზე და კონკრეტულ საშუალებებზე აქ ბევრჯერ მისაუბრია.
გამოვკვეთე , როგორც ვასკულტური ,მძიმე, სიცოცხლისათვის ს აშიში დაავადებები, ასევე ვასკულიტური სინდრომები და ვისაუბრე ვასკულიტისგან დაზიანებულ სისხლძარღვებზე, რომელიც სამწუხაროდ ამ ეპოქის უხშირეში თანამდევია. ანუ მკვეთრად რომ გაიგოთ———–ვასკულიტური მძიმე დაავადებები სხვაა, რომლებიც უკვე დავახასიათე .ისინი სიცოცხლისათვის ძალიან საშიში დაავადებებია. ხოლო ვასკულიტურად დაზიანებული სისხლძარღვი, შეიძლება , ძალიან ბევრს ჰქონდეს, მაგალითად, ზედმეტად მსუქან მოსწავლესაც. ასეთი სისხლძარღვი ნებისმიერ ასაკში პირდაპირი მინიშნებაა, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ადამიანი სულ დაიტანჯება სხვადასხვა დაავადებებით. ყველა გართულება ნებისმიერი დავადების დროს, ასეთი სისხლძაღვების და არტერიების ფონზეა. ხშირად ამიხსნია, რატომ არ უნდა მიიღოთ ძალიან ცხელი შხაპი. მაგალითები მოვიყვანე ცხელი შხაპის შემდეგ განვითარებული კუჭის პერფორაციების შესახებ . ნებისმიერი ტიპის სახსრის ანთება უპირველესად ვასკულიტის გამოხატულებაა. ასევე დაბუჟება . ნევრლაგია , რომელსაც, ძალიან არასწორად და უკვე შაბლონურად დიკლოფენაკების იმედზე ატარებთ———-ვასკულიტის გამოხატულებაა. ორგანოების დაზიანება, თრომბი, მხედველობის დაქვეითება, ინფექციების ადვილად მიღება, ეს უკვე გართულებული ვასკულიტია. ხოლო უკიდურესად რთული კი,ზემოთ დახასიათებული გამოკვეთილი დაავადებებია. ეს ყველაფერი, იმიტომ აა, რომ———— ყველა ორგანოს სიჯანსაღე და სიცოცხლისუნარიანობა, პირდაპირაა დამოკიდებული——-ამ ორგანოში რა დრეკადობის და ელასტიურობის სისხლძრღვებია და როგორი ხარისხის სისხლი გაივლის.
ინფარქტი, ინსულტი, ანევრიზმა არასოდეს არ იქნება ვასკულიტის გარეშე .ისინი ვასკულიტის მწვავე გამოვლინებებია. უეცარი სიკვდილი კი ———————-ქრონიკულად დიდხანს ნატარები და არასწორად ან სულ არ ნამკურნალები მძიმე ვასკულიტია. რომელ ვასკულიტსაც უკვე ვეღარ გაუძლო დაცემულმა იმუნიტეტმა. პანკრეატიტის მთავარი ფონი ვასკულიტია .ყველა დიაბეტიანის უკან რთული პანკრეატიტი ა . ყველა დიაბეტიანს, ვასკულიტურად გადაგვარებული სისხლძარღვები აქვს. დიაბეტიანს განგრენა, უკიდურეს მდგომარეობამდე მისული ვასკულიტის გამო ემართება. ნერვული სისტემის ყველა პათოლოგიის მთავარი ფონი ნერვული უჯრედების ვასკულიტია. უკვე ძალიან ჩამორჩენილობაა, მცნება ნევროზში, მხოლოდ, ემოციური არასრულფასოვნება წარმოვიდგინოთ. ნერვების დამამშვიდებლები, მხოლოდ დროებითი სატყუარაა. ნებისმიერი დაავადების დროს ,უშედეგოა მკურნალობის ყველა სტარეტეგია, სისხლძარღვების ვასკულიტის ფონის სწორი მართვის გარეშე. დროა ამ სასიკვდილო ფენომენის გლობალიზაცია მოხდეს მედიცინაში და მასზე მარტო თერაპევტმა და კარდეოლოგმა არ იფიქროს. მასზე კონცენტრირება ყველა ტიპის ექიმის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.
დიდი ხანია მკვეთრად ვამბობ——–გაციებას ნუ გაიუბრალოებთ. ზემო სასუნთ გზებში ანუ ვალდეიერის რგოლის ორგანოებში წყდება, ადამიანის მომავალი დაავადებები და მათი სიმძიმის ხარისხი. ეს მიდამო ორგანიზმის პირველი ფილტრია. მისი შედეგიანობა ორგანიზმის იმუნიტეტზეა დამოკიდებული. ვერც კი წარმოიდგენთ, ერთი დღის განმავლობაში, აქ რამდენი ძლიერ დამზიანებელი ვირუსი და მიკრობი იფილტრება, რომ ორგანიზმისკენ შეაჩერონ მათი დინება. ჩვენში არც ცხოვრების დონეა და პროფილაქტიკური ჩვევების სიმწირეა. მიკრობები თვალით უხილავია. ადამიანები დღის განმავლობაში, ხან თითქმის, დაუბანელი ხელებით, უამრავ , მიკრობების კოლონიებით, რაღაც დონეზე დაინფიცირებულ საკვებებს იღებენ. ნერწყვის ფერმენტი ფტიალინი და კიდევ სხვა , ვალდეიერის რგოლის ბევრი იმუნური კომპონენტი იბრძვიან მათ გასანეიტრალებლად. სიცოცხლისათვის ყველაზე მებრძოლი იმუნური რგოლები ამ მიდამოშია. ამიტომ ითვლება თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში, მაგალითად, ქრონიკული რინიტი ან ან ქრონიკული ოტიტი მკვეთრ იმუნურ შეზღუდვებად.
ყურებში ხმაურის მკურნალობას ნუ გადადებთ. ამ დროს ადამიანის სასიცოცხლო ხერხემალი იშლება . გულსისხლძაღვთა სისტემა, რაზეც დგას გრაფიკულად ადამიანი , დეგრადირებულია და სიზუსტე აქვს დაკარგული. უმრავლესობა ნეიროტრანსმიტერული სიგნალები დაბლოკილია. ინსულტის ფონი ყალიბდება. ტინიტუსი მალე ვერ მორჩება. არსებული მექანიზმების გამოსწორებას დიდი დრო სჭირდება. მაგრამ, ყოველი სწორი მკურნალობის კურსი, ახალი სიცოცხლის დღეების რეალური გარანტიაა. ტინიტუსი გაფრთხილებაა, რომ არა მარტო ტვინს , არამედ დახმარება ყველა ორგანოს სჭირდება. ტინიტუსის დროს სიცოცხლის გასაღები———–არტერიების და სისხლძარღვების გაუმჯობესებაა. თავის ქალაში სისხლძარღვის ფეთქვაზე დიდი რეაქცია გქონდეთ.
მამაკაცებში ხშირია სათესლე ჯირკვლის პრობლემები. ნუ დაკონცენტრირდებით, მარტო უროლოგის იმედზე. სწორედ ამ შემთხვევებში მიდის პროცესები სიმსივნემდე. კვანძოვან პერიარტერიტს დააკვირდით.
ბავშვს , რომელსაც პერიოდულად ცხვირიდან სისხლდენა აქვს, ნუ დაუმთავრებთ პრობლემას მარტო ლარინგოლოგის მანიპულაციით. ამაზე მეტი სიგნალი რა უნდა მოგცეს ბუნებამ, რომ ამ ბავშვს მთელი ცხოვრება სისხლძარღვების პრობლემა ექნება. დროული, სწორი დახმარება ყოველთვის შედეგიანია.
ქრონიკული დაბალი ტემპერატურების მკურნალობის დროს, კვანძოვანი პერიარტერიტის გამორიცხვა არ გადავიწყდეთ. თქვენი სიცოცხლისთვის კიდევ გავიმეორებ, უამრავჯერ ნათქვამს—–გაქრონიკულებული, დაბალი ან მაღალი სუბფებრილური ტემპერატურები სიცოცხლისათვის მეტად საშიში მდგომარეობაა და ნუ მოუსმენთ იმ პერსონებს ვინც ამაზე გეტყვით——- ნევროზიაო. მოძებნეთ მაღალი რანგის ექიმები და დააზღვიეთ სიცოცხლე, რომელსაც პათოლოგიური გართულებები აუცილებლად ელოდება ამ ფონზე.
ყველა გართულებული მდგომარეობისკენ , საწყისი გზა ენერგიის დაკარგვაა. სისუსტეს ნუ უგულვებელყოფთ და ზუსტად გაიგეთ მისი მიზეზი. თავის ქალას რადიოლოგიური კვლევის დასკვნის, სწორად გააანალიზება და შესაბამისი მკურნალობა ექიმის მიერ, გარანტირებული სიცოცხლის წყაროა. აქედან ძალიან ბევრი რამ იკითხება. შეიყვარეთ სუფთა ჰაერი. ჭამეთ მხოლოდ ნატურალური საკვები, ძალიან ცოტა და ხშირად. ნებისმიერ მდგომარეობაში ჩავარდნილი სისხლძარღვების, ძალიან ნელა, მაგრამ თანდათან გაჯანსაღება შეიძლება. ოღონდ ჯერ რეალურად უნდა აღიქვათ, რა საშიშროების წინაშე დგას , ჯანსაღი ცხოვრების წესიდან ამოვარდნილი ადამიანი. ყველაფერი გამოსწორებადია, ოღონდ უნდა დავინახოთ და სწორად ვუმკურნალოთ.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share