2 წელზე მეტია, გურიაში გზები გადათხრილია და გადაადგილება ფატობრივად შეუძლებელია. ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი წერს:
”გზის “შენება” ქოცურად და ნაომარს დამსგავსებული გურია.
59 მილიონი ლარი გამოყო მსოფლიო ბანკმა ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის. პროექტი ამ წლის 17 მაისს უნდა დამთავრებულიყო, 2 წელია სრულად გადათხრილია გზა, სამუშაოები შეჩერებული და სად წავიდა ეს ფული პასუხი არავის აქვს. მადას არ უჩივიან ფაქტია და ახლა ურეკის მიმართულებითაც სრულად გადათხარეს ყველაფერი… ცენტრალური ხიდი, რომელიც 200 მეტრია 7 თვეა გადათხრილია…
21- ე საუკუნეში, როცა უსწრაფესად ხორციელდება მსგავსი სამუშაოები, 2 კმ. გზა ვერ დაუგიათ მთელი წლის მანძილზე.სოფლებზე და ქალაქის გზებზე ხომ საუბარი ზედმეტია, სახელმწიფო მნიშვნელობის გზები ასეთ დღეში ჩააგდეს და მიატოვეს.
ეს ყველაფერი ხდება ზაფხულში, როცა ტურისტული სეზონია და ადამიანებს ეძლევათ შანსი ოდნავ დამატებითი შემოსავალი მიიღონ.
ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ხელი შეუწყონ ყველა მიმართულებით გადაუკეტეს გზა ფაქტობრივად, სადაც კი შეიძლება ტურისტი, დამსვენებელი წავიდეს გურიაში.
რატომ უნდა იყოს გურია ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, როცა ურეკი, ბახმარო, გომის მთა გვაქვს – თავისი უდიდესი სამკურნალო თვისებებით და ულამაზესი მხარეებით ?
პასუხი მარტივია: ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან მოკალათებული დაინტერესებული არიან მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებით და არა მოსახლეობაზე ზრუნვით.
ეს ყველაფერი კი – რაც აქ ხდება არის კორუფციის ნათელი მაგალითი და დამადასტურებელი ფაქტი” – წერს ნიკოლაშვილი.