”გაივსო ქვეყანა ოკუპანტებით.. არც თავი გვაქვს და არც ბოლო, არც შემოღობილი..”

“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო”- იმეორებენ ვოთომ პატრიოტები..
რომელი თავი? გლახა თავი?
შევინარჩუნოთ ქართველობაო..
რომელი ქართველობა?
ჩასაფრებული დასაგესლად,
დადარაჯებული ჩასაქოლად,
გაავებული ცივილურ მსოფლიოზე,
ზარმაცი, მცინარა, უდარდელი, გამქცევი, ჩამშვები, გაყუჩებული, თავდ-ქედ მოდრეკილი, ერთმანეთის დამჭმელი, განთვითოებული, მედროვე, ზომბი, უთავმოყვარო, მცონარე, საშოვარს გადებული,წალუსრული, გაყიდული, უთავმოყვარო..
ვინც აქეთ ნაპირზე ხართ მაპატიეთ.
ვერ ვუყურებ ქვეყნის
დაქცევა-გადაგვარებას, ვერააა.
გაივსო ქვეყანა ოკუპანტებით.
არც თავი გვაქვს და არც ბოლო, არც შემოღობილი..” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა გორდელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share