“ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არაა”

“ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა  მართებული არაა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, მაშინ მესამე ქვეყანას, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს უნდა გადასცეს.

მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა. პოლიტიკური პროცესები განსხვავებულ შეფასებებს მოითხოვს. ვხედავ რა პრეტენზიებიც აქვთ მის წანააღმდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ დროს კარგად გვესმის როგორც პრეზიდენტმა რა სარგებელი მოუტანა საქართველოს. ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა – მართებული არაა.

თუ არ გინდათ რომ ის უკრაინას გადასცეთ, მაშინ გადაეცით მესამე ქვეყანას, მაგალითად ნიდერლანდებს ან სხვა ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს. ეს იქნება ჰუმანური დამოკიდებულები, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ისტორიის მიმართ; რადგან ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. საქართველო ახლა თავის ისტორიას წერს და მომავალში ყველა ეს მიმდინარე პროცესი ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება.

აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, ეს იქნება სწორი ნაბიჯი და ამით საკუთარ ისტორიულ როლსაც შეასრულებენ, – ამბობს “მთავარ არხთან” ინტერვიუში მიხაილო პოდოლიაკი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share