ამ წუთებში ხანძარს გურიაშიც ებრძვიან.
ოზურგეთის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სახანძრო ბრიგადები და გურიის სამაშველო სამსახური ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში არიან კონცენტრირებულნი, სადაც ტყეს ცეცხლი რამდენიმე საათია უკიდია. ლანჩხუთის მერიაში ვერ აკონკრეტებენ კონკრეტულად თუ რამდენი ჰექტარი ტყე იწვის, თუმცა აცხადებენ, რომ სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ხანძრის ლოკალიზაცია შეძლეს. თუმცა, ჯერჯერობით მის ჩაქრობა ვერ მოხერხდა.
უცნობია მიზეზები, თუ რის გამო გაჩნდა ხანძარი, სავარაუდოდ, ტყეში ცეცხლი საგაზაფხულო სამუშაოებმა გამოიწვია.