საჯარო უწყებებმა იმედის ღამის შოუს ბენდს 2022 წელს 128 500 ლარი უტენდეროდ მისცეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ბენდი იმედისა და პოსტვ-ის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ხშირად მღერიან “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებებზე.
ღამის შოუს ბენდი ცალკე იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომაც საჯარო უწყებები მათ თანხას სხვადასხვა კერძო პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით აძლევენ, მაგალითად ასეთ კერძო პირებს წარმოადგენს: გიორგი გაბუნია, ჯიმი აბესაძე, ზვიად ბლიაძე და გელა გნოლიძე.
ორგანიზაციის ცნობით, ბენდის სახელით საჯარო უწყებებთან ხელშეკრულებებს ზვიად “ზვიო” ბლიაძე დებს, რომელიც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან პაკეტს ფლობს.
ხელშეკრულებების თანახმად, მხოლოდ იუმორისტ გიორგი გაბუნიას ჰონორარი თითოეული კონცერტისთვის 3,500-დან 5,300 ლარამდე მერყეობს.