უზბეკეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, საქართველო..- ყველაზე პოპულარული ქვეყნები, სადაც რუსები “ხავერდის სეზონზე” მიდიან

თურქეთი, უზბეკეთი და სომხეთი რუსებს შორის ყველაზე პოპულარული ქვეყნებია ხავერდოვანი სეზონის გასატარებად, – ამის შესახებ ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემოდგომის დასაწყისში ჯავშნების მხრივ თურქეთის ფრენები ლიდერობს, რომელიც ყველა გაყიდული ბილეთების 16 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა უზბეკეთი, სადაც სერვისის ყველა მომხმარებლის დაახლოებით 14 პროცენტი წავა. პირველ სამეულშია სომხეთიც.

გარდა ამისა, ხავერდოვან სეზონზე ოკუპანტ ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა: ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მიმართულებებზე.

რუსული მედია წერს, რომ საუკეთესო ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ ბელარუსი, საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ამავე სტატიაში წერია, რომ ოკუპანტებისთვის ერთ-ერთი სასურველი ადგილი დასასვენებლად ოკუპირებული აფხაზეთია. მათი თქმით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებისთვის, დაახლოებით 90 ათასი რუბლის (4 000 ლარამდე) გადახდა უწევთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share