ცოტა ხნის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ქვემო მამათის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო.
როგორც “გურიის მოამბეს” მამათში მერის წარმომადგენელმა, გელა პატეიშვილმა განუცხადა, მოსახლეობას საშიშროება არ ემუქრება.
“ხანძარი ტყის მასივს რამდენიმე საათის უკან გაუჩნდა, ტყე დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არაა, შესაბამისად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.ადგილზე მობილიზებულია გურიის რეგიონის, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს დამწვარი ტყის შემოწმება და პატარ-პატარა კერების აღმოფხვრა, რამ გამოიწვია ხანძარი, ან ტერიტორიის რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია და ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს.”- განაცხადა მერის წარმომადგენელმა.
ადგილზე ამ დრომდე გურიის რეგიონის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. მიმდინარეობს ხანძრის შემდგომი სამუშაოები.

ნინე ულუმბელაშვილი
მსგავსი სტატიები
- 94
- 91
- 90
დაახლოებით ერთი საათის წინ, ლიხაური-მაკვანეთის საზღვარზე გაჩენილი ხანძარი სრულადაა ლოკალიზებული. როგორც ადგილობრივებმა "გურიის მოამბეს" უთხრეს, ადგილზე დროულად მოხდა სახანძროს გამოძახება. ადგილზე მათი მისვლიდან რამდენიმე წუთში ცეცხლის ყველა კერა უკვე ჩამქრალი იყო. მათივე განმარტებით, ახალი კერების გაჩენის საფრთხე სრულიად გამორიცხულია.
- 90
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაური მაკვანეთის საზღვარზე ხანძარია. ცეცხლი ეკალ ბარდებს და ჩაის ბუჩქებს უკიდია. როგორც ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" ამბობენ, ცეცხლი ცოტახნისწინ გაჩნდა და ეკალ ბარდებს მოედო, ასევე ჩაის ბუჩქებს. ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან და ტყესთან. ადგილზე სამაშველო სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.