მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება წერს.
“მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აბსოლუტურად სწორია. რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ მათ პატივისცემას არ ისწავლიან”, – წერს კულება.