ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა – შემთხვევა ეკვადორის ქალაქ გუაიაქუილში მოხდა, სადაც იუნიორ ძიუდოისტებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც მას მეტოქემ გდება გაუკეთა. მსაჯმა, მცირე პაუზის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც სიტუაციაში ვერ გაერკვა. სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა და მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა და სიკვდილს გადაარჩინა.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share