თანამდებობა ამირან გამყრელიძის შვილიც ტოვებს – რას აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე 2023 წლიდან “საქართველოს კაპიტალის” CEO აღარ გახდება – ამის შესახებ განცხადება “საქართველოს კაპიტალმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ მან “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” გენერალური დირექტორის პოსტიც დატოვა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვება და მისი მამის, ამირან გამყრელიძის მიერ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების პერიოდი დროში ერთმანეთს ემთხვევა, “ჰოთნიუსი” დაინტერესდა, რამ განაპირობა ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამის გასარკვევად მასთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა პირადად ვერ დავუკავშირდით, ვესაუბრეთ მის პიარის ხელმძღვანელს, რომელმაც გვითხრა, რომ ნიკოლოზ გამყრელიძის ოფიციალური განმარტების თანახმად, მან თანამდებობა ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა.

“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ. ცოტა ხანს დავისვენებ.”- აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

„ჰოთნიუსი“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share