უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ კიევს “აქვს შანსი”, დროებით ოკუპირებული ხერსონი რუსი აგრესორებისგან 2 თვეში გაათავისუფლოს. ამასთან დაკავშირებით მან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.
“იმიტომ, რომ არის გარკვეული რიტმები. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, რას გააკეთებენ ჯარები, რომლებიც იქ გადაისროლეს. ამასთან, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე 20-მდე ბატალიონი დგას, რომლებსაც შეუძლიათ წავიდნენ როგორც ზაპოროჟიეს, ისე ხერსონის მიმართულებით”, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, “ნორმალური” ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი 650-700 კაცისგან შედგება, თუმცა ხერსონის ოლქში რუსების მიერ განთავსებული ჯგუფების შემადგენლობაში 400-500 კაცია.