“ემპათია” კვლევების ჩასატარებლად მიხიელ სააკაშვილის საქართველოს კლინიკებში გაყვანას აღარ ითხოვს

დაახლოებით ერთი საათია ცენტრ “ემპათიას” ექიმ-ექსპერტები “ვივა მედში” შეხვედრას მართავენ. ისინი მესამე პრეზიდენტისთვის ახალ კვლევებს დაგეგმავენ, ასევე, შეაფასებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას.

კლინიკაში შესვლამდე მაგრამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ თუკი აქამდე მათ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა მაღალ პროფილურ კლინიკაში საქართველოს ფარგლებში გადაეყვანათ, ახლა ისინი ამბობენ, რომ პაციენტის გადაყვანა საზღვარგარეთაა საჭირო.

“ვითხოვდით სხვა აპარატურის გამოყენებით გარკვეულ კვლევებს, მაგრამ ამჟამად, გუშინ საგამოძიებო უწყებაში რაც ვიხილეთ ვიდეო მასალები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლევები გარეთ გაყვანით არ იქნას მოთხოვნილი. ჩვენ ბევრ დასკვნაში გვიწერია, რომ პენიტენციურ სისტემაში საქართველოში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის დაყოვნებაც კი, ვინაიდან არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ეს ფაქტები გავლენას ახდენს მთლიანად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან სრულიად არაადეკვატურია ქმედებები და ქცევები, როგორც იქცევა პენიტენციური სამსახური”, – თქვა ჯიშკარიანმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა 5 უცხოელ ექსპერტზე მოთხოვნა, რათა ისინი ჩამოვიდნენ და ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შეფასების პროცესში. როდის ჩამოვლენ ისინი, უწყებაზეა დამოკიდებული.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share