“ვფიქრობ, რომ თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო” – ასე უპასუხა მაიკლ მაკფოლმა კითხვას ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციებზე.
რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი ამბობს, რომ ჯგუფის წევრების ნაწილს ჰქონდა სურვილი, ემსჯელა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების სანქცირების რეკომენდაციის გაცემაზე, თუმცა, ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.