შეკვეთილში სიპისი – თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის” ორგანიზებული შეხვედრა „სამოქალაქო პიკნიკი” გაიმართა

შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში „სიპისი – თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის” ორგანიზებული შეხვედრა „სამოქალაქო პიკნიკი” გაიმართა.
შეხვედრაზე მდინარე სუფსის აუზის დაბინძურებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: შავი ზღვისა და მდინარეების ეკოსაფრთხეები, კლიმატის ცვლილების გამოწვევები, ეკოფემინიზმი და ქალების როლი ეკომენეჯმენტში, მუნიციპალური ნარჩენების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ზღვის ბინადრებზე და სხვ.
შეხვედრის მონაწილეებს, მდინარე სუფსის აუზის მოსახლეობას – სიტყვით მიმართეს ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, პროექტის დირექტორმა ზურაბ ნასარაიამ და მოწვეულმა ექსპერტმა ლიეტუვიდან ვიდა ვრუბლიაუსკენემ.
პროექტი „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს საქართველოს ოთხ რეგიონში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share