„მიმდინარეობს წონის კლება, იმუნიტეტი დაქვეითებულია“ – მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე

„მიმდინარეობს წონის კლება, იმუნიტეტი დაქვეითებულია“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და შესაბამისი მკურნალობა-რეაბილიტაცია.

ჯიშკარიანი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება. პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდება. მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციფიკური მიმართულებით.

ახლა მიმდინარეობს იმუნიტეტის დაქვეითება. ეს არის რეფიდინგის სინდრომის ერთ-ერთი გართულება. ასეთ სიტუაციაში ინფექციებისადმი ტოლერანტობა არის დაქვეითებული.

ეს კლინიკა არ წარმოადგენს ისეთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. აქ მიმდინარეობს შემანარჩუნებელი მკურნალობა იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა.

წონის კლება მიმდინარეობს და ასევე, არის გარკვეული ინფექციებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ვინაიდან იმუნიტეტი დაქვეითებულია“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share